
ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუნშტაინ-საქართველო“ მესაქონლეობის ფერმებში სამეცნიერო-კვლევები ჩატარდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქართულ-შვეიცარიულ კომპანიასთან „ბლაუენშტაინ-საქართველო” მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმი საქართველოში სამთო მეცხოველეობის განვითარების და მთის სუბალპური და ალპური საძოვრების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეცნიერულ ხელშეწყობას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია რაჭაში ,,ბლაუენშტაინ-საქართველოს“ მესაქონლეობის ფერმების სამეცნიერო-კვლევით ბაზებად გამოყენება.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მაღალმთიანი საძოვრების ათვისების სქემას შექმნიან და საძოვრების მწვანე საფარის შემადგენლობას შეისწავლიან, რომლის საფუძველზეც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და ფერმერებს გააცნობენ.