საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანიამ „ქართული დაფნა“ საკუთარი პროდუქცია კუვეიტში, კორეაში და ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით აღნიშნულმა ექსპორტიორმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებზე, კერძოდ – GULFOOD 2017 და HOFEX 2017 მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად კიდევ რამდენიმე ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიება და წარმატებული ხელშეკრულებების გაფორმება შეძლო.
ქართული დაფნის მწარმოებელი კომპანია, 2014 წელს USAID-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით დაარსდა.
„ქართული დაფნა“ აღჭურვილია ენერგო ეფექტური მაღალი წარმადობის საშრობი დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული დასუფთავების, დახარისხების და შესაფუთი მანქანებით და მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიით.