პლატფორმა, რომლის შესახებაც ყველა ფერმერმა უნდა იცოდეს! – „ბარაქამ“ საკუთარი ვებ-გვერდი Baraka.ge აამოქმედა

ბარაქა, აგრომაღაზია

„ბარაქასა“ და ფერმერების ურთიერთობა კიდე უფრო მარტივდება! – კომპანიამ საკუთარი ვებ-გვერდი აამოქმედა, Baraka.ge – ეს ის პლატფორმაა, საიდანაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტულ პროდუქტებზე, გაიაროთ კონსულტაცია „ბარაქას“  მაღალკვალიფიციურ აგრო-ექსპერტებთან ონლაინ და რაც მთავარია, შეიძინოთ ევროპული და ამერიკული პესტიციდები, ორგანული და არაორგანული სასუქები თუ სათესლე მასალა, სახლიდან გაუსვლელად!

კომპანია მომხმარებლებს მიწოდების სერვისს საქართველოს ნებისმიერ წერტილში სთავაზობს, ასევე, შესაძლებლობა გაქვთ თქვენი შეკვეთა მაღაზიიდან თავადაც გაიტანოთ ან მოითხოვოთ განვადება საიტზევე.

„ბარაქას“ ონლაინ მაღაზიის  მთავარი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიის პროფესიონალთა გუნდი სანდო პროდუქციას, კულტურის დაცვის სქემებსა და აგრარული სიახლეების მიწოდებას მუდმივად უზრუნველყოფს.

იმის გათვალისწინებით, რომ „ბარაქას“ ბრენდი საქართველოს რეგიონებში მომსახურე ცენტრებითა და მაღაზიათა ქსელით არის წარმოდგენილი, ახალი ვებ-გვერდის საშუალებით, კომპანია ფერმერებს უხვი მოსავლის მიღებასა და ბიზნესის განვითარებაში კიდევ უფრო ეფექტიანად დაეხმარება, რადგან ფერმერებს სხვადასხვა კულტურის მცენარეთა დაცვის სქემების გაცნობა გაცილებით გაუმარტივდებათ.

ბარაქა, აგრომაღაზია

„ბარაქას“ მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ცნობილია,  რომ კომპანიის გუნდი აგრობიზნესში მუდამ ახლის აღმოჩენას და დანერგვას ცდილობს. ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით კი, ნებისმიერ ფერმერს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, მომსახურებას და ამავდროულად, მათი სანდო და მზრუნველი პარტნიორია. თუმცა, „ბარაქამ“ გადაწყვიტა, რომ აგრო-სიახლეები არა მხოლოდ საკუთარ მომხმარებლებს, არამედ ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიაწოდოს.  მეტიც, მისცეს ცოდნა მცენარეთა დაავადებების, მავნებლების, საკვები ელემენტების ნაკლებობის თუ მათი პრევენციის გზებზე.

შეიძლება ითქვას, რომ baraka.ge მოქმედი და დამწყები ფერმერების ბიზნესის გაძლიერების საწინდარია!

უკვე ეწვიეთ გვერდს? www.baraka.ge

თქვენი რეკლამა