პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“ 2017 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო – „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“-ში გაიმართება.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. „იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU).
ბიზნეს ფორუმის საერთაშორისო პარტნიორიები არიან World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი და EU4BUSINESS – EBRD საკრედიტო ხაზი. მედია პარტნიორები არიან ბიზნეს მედია საქართველო (BM) და IMEDI FM. ღონისძიების გენერალური სპონსორია სს რუსთავის აზოტი.
ორგანიზატორთა განცხადებით თქვენ ერთ სივრცეში შეხვდებით მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს; ქსელებს; მაღაზიებს; დისტრიბუტორებს; საბითუმო ბაზრობებს; ექსპორტიორებს & buyer-ებს; სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს; ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს და სხვა.
სპონსორები და ასევე ექსპოს კომპონენტში მონაწილე მწარმოებლები არიან: აქვა გეო, ბებოს ნობათი, გურიელი, გლობალ ბიერ ჯორჯია, გრეიფი, გრინპაკი, დე-კა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ეი ენდ თი ტრეიდინგი, ემსიბი ჯორჯია, ვესტუსი, ზედაზენი, თელიანი ველი, თიდაზინი, ივერია ტექს, ივერია, იზოსია, იმერეთი გრინერი, ირინოლა, კავკასპაკი, კამპა, კოოპერატივი კოდი, მადლიანი 2017, MG მარიამ გიორგაძე, მარშე, მედა ბრაითი, მეტალტექნიკა, მეღვინეობა ხარება, მზეთამზე, ნოვა, ნუტრიმაქსი, რუსთავის აზოტი, სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, საფერიკო, საქკაბელი, სიღნაღი, ტისუპეიპერ, ტყიბულის ჩაი, ქარვა, ქართული ზეთისხილი, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, შინაური, ჯეო მულჩი.
ღონისძიება 09:30 გაიხსნება. 11:00-დან ბიზნეს ფორუმზე იქნება გამოსვლები და პანელური დისკუსიები. მთელი ფორუმის განმავლობაში შედგება B2B შეხვედრები. სპეციალურად საერთაშორისო ფორუმისათვის ჩამოდიან ექსპორტიორები აშშ-დან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ჰოლანდიიდან და სამხრეთ კორეიდან.
საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე – მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი;
ტელ: +995 577 73 79 64;
ელ. ფოსტა: info@kar.ge.
საპრეზენტაციო გვერდი – http://kar.ge/buygeorgian/