პერუს ყურძენს იაპონიის ბაზარზე წარმატებული სტარტი აქვს

პერუს, ყურძენი, იაპონია

პერუს სუფრის ყურძნის პირველი პარტიები იაპონურ ბაზარზე წარმატებით სარგებლობს.

პერუს სუფრის ყურძნის პირველი პარტიები იაპონურ ბაზარზე 2023/24 წლების სეზონში შეიტანეს. FreshFruitPortal-ის ინფორმაციით, საექსპორტო კამპანიის დაწყება ძალიან წარმატებული იყო.

„მეხუთე კვირისთვის ჩვენ ექსპორტს ვაწარმოებდით 300,000 8.2 კგ-იანი ყუთით“, – ამბობს ალეხანდრო კაბრერა, Provid-ის გენერალური მენეჯერი. „ეს არის თითქმის 2500 ტონა ყურძენი, რომლიც პირველად არის ექსპორტირებული იაპონიაში პერუდან.

კომპანია პროვიდმა (Provid) პომპერუსთან (PomPeru) და პერუს საგარეო ვაჭრობის ოფისთან ერთად ყურძენი იაპონიაში – ტოკიოში, საიტამაში, კანაგავასა და ჩიბაში 30 სუპერმარკეტში  გაავრცელა. ორი დღის განმავლობაში პერუს ყურძენი დაახლოებით 10 000 ადამიანმა გასინჯა.

„ეს უდავოდ მნიშვნელოვანი ეტაპია პერუს სუფრის ყურძნის ინდუსტრიისთვის, ხარისხისა და შესანიშნავი მდგომარეობის დემონსტრირების შესაძლებლობა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბაზარზე. იაპონიის ბაზარზე შესვლა ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საიმედო და უსაფრთხო მიმწოდებელი“, – განაცხადა კაბრერამ.

ჯიშები

2024 წლის პირველ ხუთ კვირაში პერუმ 14-ზე მეტი სახეობის ექსპორტი მოახდინა, ყველა გადაზიდვის თითქმის 22% სუფრის ყურძნის ჯიშმა Allison-მა შეადგინა.

მეორე ადგილზეა Red Globe, კლასიკური წითელი ჯიში, რომლის წილი მოცულობის 19%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა Sweet Globe, მწვანე უწიპწო ჯიში, 16%-იანი წილით, რასაც მოჰყვება Autumn Crisp, ასევე უწიპწო ჯიში 14%-იანი წილით.

ფასების მონიტორინგი კამპანიის ბოლო კვირებში

იაპონიის ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით კაბრერამ მიწოდებისა და მოთხოვნის საკითხზე მიუთითა.

„ჩვენ ვიცით, რომ პერუში წარმოება დაბალი იყო ამ წელს ამინდის პირობების გამო,“ – თქვა მან. „რამდენიმე კვირაში მიწოდების მოცულობა უფრო აგრესიული იყო, რამაც შედეგები და გავლენა მოახდინა საშუალო ფასებზე. თუმცა, ზოგიერთი ყურძენი ჯერ კიდევ გზაშია“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიაში ტვირთის ჩასვლას 30-35 დღე სჭირდება, ამიტომ პერუდან წასულ ზოგ პარტიას დანიშნულების ადგილამდე ჯერ არ მიუღწევია. ალეხანდრო კაბრერა აღნიშნავს, რომ კომპანიას სჭირდება ფასების მონიტორინგი პერუს კამპანიის ბოლო კვირებში.

ინდუსტრიის პროგნოზები

კაბრერა ოპტიმისტურად არის განწყობილი იაპონიის ზრდის პოტენციალის მიმართ.

„ეჭვგარეშეა, მომავალ სეზონში მიწოდების მოცულობა გაიზრდება და მჯერა, რომ მოკლევადიან პერიოდში იაპონია გახდება პერუს ყურძნის 10 საუკეთესო ბაზარი,“ – თქვა მან.

თქვენი რეკლამა