რა იცით მიკორიზული სოკოს შესახებ?

მიკორიზული სოკო მცენარეს წყლისა და საკვები ნივთიერებების უკეთესად შეთვისებასა და ნახშირორჟანგის დაგროვებაში ეხმარება, რაც ზრდის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას.

ამ სტატიაში მოგიყვებით ბუნებაში არსებულ მიკორიზას სახეობებზე, როგორ მუშაობს მიკორიზული სიმბიოზი და რატომ არ არის ყველა მიკორიზა ერთნაირი მაშინაც კი, თუ ისინი ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნებიან.

მიკორიზული სოკო: უკეთესი მოსავლისთვის

მიკორიზული სოკო სიმბიოზური სოკოს სახეობაა, რომელიც მცენარესთან ხანგრძლივ სიმბიოზურ ურთიერთობას ამყარებს და ასტიმულირებს ფესვთა სისტემის განვითარებას, რაც ზრდის წყლისა და საკვები ნივთიერებების შეთვისების უნარს, ფოტოსინთეზისგან მიღებული ნახშირწყლების სანაცვლოდ. ამ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის წყალობით მცენარეები უკეთესად ახდენენ წყლისა და საკვები ნივთიერებების შეთვისებას, შესაბამისად, იზრდება მოსავლიანობაც.

მიკორიზული, სოკო

ნიადაგში აღმოჩენილი მიკროორგანიზმთა ტიპები

ნიადაგში სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებს ვხვდებით, რომელთა განსხვავებაც მცენარეებთან ურთიერთობის მიხედვით შეგვიძლია:

  • საპროფიტული: სოკოები, ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები, რომლებსაც შეუძლიათ ხმელი მცენარეების ლიგნინისა და ცელულოზის დაშლა. ეს ხელს უწყობს იმ საკვები ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც სხვა მცენარეებს სჭირდებათ ზრდისთვის.
  • პათოგენური: ეს მიკროორგანიზმები საკვებ ნივთიერებებს ცოცხალი მცენარეებისგან იღებენ, რომელთაც ისინი ასუსტებენ და ზოგჯერ კლავენ კიდეც.
  • სიმბიოზური: ისინიც ცოცხალი მცენარეებისგან იღებენ საკვებ ნივთიერებებს, თუმცა პათოგენური მიკროორგანიზმებისგან განსხვავებით, ეს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობაა. 

მიკორიზული სოკო და მისი სახეობები

არჩევენ 2 სახეობის მიკორიზულ სოკოს:

  • ექტომიკორიზა: სოკოს ჰიფები (განტოტვილი ან არაგანტოტვილი მიკროსკოპული ძაფები, რომლებიც სხვა მიკროფილამენტებთან ერთად სოკოს ვეგეტატიურ სხეულის შემადგენელი ნაწილია) მცენარის ფესვთა სისტემის გარშემო წარმოქმნიან მანტიას (გარსს) უჯრედის კედლებში შეღწევის გარეშე. ამის ნაცვლად, ჰიფები იზრდება ფესვის გარე ფენის უჯრედშორის სივრცეებში.
  • ენდომიკორიზა: ჰიფები აღწევს ფესვის უჯრედებში. შემდეგ წარმოიქმნება სტრუქტურები, რომელთაც არბუსკულები ეწოდება, და სწორედ აქ ცვლის სოკო და ფესვებთან საკვებ ნივთიერებებს ნახშირბადისთვის.   

როგორ მოქმედებს მიკორიზული სიმბიოზი?

მიკორიზული სოკო მცენარეს აწვდის წყალს და ისეთ საკვებ ელემენტებს, როგორიცაა ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, თუთია, მაგნიუმი და მანგანუმი. სანაცვლოდ, მცენარისგან იღებს ფოტოსინთეზის შედეგად მიღებულ მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს. კერძოდ, ტრიოზა-ფოსფატს, რომელიც მიიღება საქაროზისგან და მას სოკო თავისით ვერ ასინთეზებს.

მიკორიზული სოკო მცენარის ფესვთა სისტემაზე რომ დასახლდეს და მოქმედება დაიწყოს, საჭიროა, ბუსუსა ფესვების არსებობა. ამის შემდეგ სოკო მკვიდრდება მცენარეთა უჯრედებში, აყალიბებს არბუსკულებს, სტრუქტურებს, სადაც სოკო წყალსა და საკვებ ნივთიერებებს ცვლის ფოტოსინთეზისგან მიღებულ ნახშირწყლებზე. სოკო იზრდება ფესვის გარეთ, ავრცელებს ჰიფების ქსელს, რომელსაც შეუძლია შეიწოვოს წყალი და საკვები ნივთიერებები და გადაიტანოს ისინი არბუსკულაში. მეტი წყლისა და საკვები ნივთიერებების მისაღებად მცენარე ზრდის შემწოვი ფესვების რაოდენობას, სოკო იზრდება და კიდევ უფრო მეტ კავშირს ქმნის მცენარესთან. ამ ყოველივეს საშუალებით კი იზრდება ფესვის ბიომასა. გამოთვლილია, რომ ფესვის თითოეულ მეტრზე, 7-დან 250-მდე სოკოს ჰიფები ვითარდება.

საკვები ნივთიერებები ჰიფების საშუალებით გადაადგილდება ვეზიკულების შიგნით (ვეზიკულა- მცირე ზომის ვაკუოლისმაგვარი ულტრასტრუქტურა, სადაც საკვები ნივთიერებები ინახება). მაგალითად, ჰიფა ფოსფორს ორთოფოსფატის ფორმით ითვისებს, რომელიც შემდეგ ვეზიკულაში აკუმულირდება პოლიფოსფატის სახით. ფოსფორის ათვისების ეს ხერხი განსხვავდება მცენარის მიერ ფოსფორის ათვისებისგან. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან როგორც ვიცით, ფოსფორი ნიადაგის ნაწილაკებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. 

მიკორიზული სოკო ასტიმულირებს მცენარეში აუქსინების სეკრეციას. აუქსინები ჰორმონთა კლასია, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ფესვთა სისტემის განვითარებასთან და ბუსუსა ფესვების რაოდენობის ზრდასთან. ვინაიდან სოკო მცენარეზე ბუსუსა ფესვების საშუალებით სახლდება, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბუსუსა ფესვების რაოდენობის ზრდა მიკორიზას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტი კავშირი შექმნას მცენარესთან და განაგრძოს გაფართოება.

მცენარესა და მიკორიზულ სოკოს შორის სიმბიოზური ურთიერთობის კიდევ ერთი დადებითი შედეგი ფოტოსინთეზის გაუმჯობესებაა, რაც მცენარეს საშუალებას აძლევს უფრო მეტი ნახშირორჟანგი დაიგროვოს. ეს კი თავის მხრივ აუმჯობესებს საკვები ნივთიერებებისა და წყლის გაცვლის პროცესს ფესვთა სისტემაში უფრო დიდი რაოდენობის არბუსკულების მეშვეობით. 

რა სარგებლობა მოაქვს მიკორიზულ სიმბიოზს მცენარისთვის?

მცენარეები ნახშირორჟანგს ფოთლებზე არსებული ბაგეების საშუალებით ითვისებენ, მათი უნარი შეითვისონ და დაიგროვონ უფრო მეტი ნახშირორჟანგი ნიშნავს, რომ უფრო მეტი ფიტოასიმილატების წარმოქმნა შეუძლიათ. ნაყოფმსხმოიარე მცენარეები კი ამის საფუძველზე უფრო მეტ ნახშირწყლებს ასინთეზებენ, რაც ნაყოფის უკეთ განვითარებას უწყობს ხელს.

გაძლიერებული ფოტოსინთეზური აქტივობის საშუალებით, მცენარეებს შეუძლიათ გაზარდონ ბიომასა და ფესვთა სისტემის მოცულობა. ისინი იძენენ უფრო მწვანე შეფერილობას და გამძლეები ხდებიან, უფრო მოცულობითი ფესვთა სისტემით.

გარდა ამისა, როდესაც მცენარეებს მეტი ნახშირორჟანგის დაგროვება შეუძლიათ, ეს არა მხოლოდ ატმოსფეროში ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფას უწყობს ხელს, არამედ უფრო ეფექტურადაც წარმართავს მეტაბოლურ პროცესებს. სხვა სიტყვები რომ ვთქვათ, მცენარეს ნაკლები რესურსით მეტის წარმოება შეუძლია, იმ შეზღუდული რესურსების უკეთესი გამოყენებით, რაც მას აქვს.

რაც უფრო მეტ CO2-ს იგროვებს მცენარე, უფრო ნაკლებ წყალს იყენებს და იგივე რაოდენობის ბიომასას გამოიმუშავებს, ანუ ეს ეხმარება წყლის რესურსების ოპტიმალურად გამოყენებაში (WUE). ასევე აუმჯობესებს ფესვთა სისტემასაც, შესაბამისად უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს ნაკლები ენერგიის დახარჯვით. ფესვებს შეუძლიათ ნიადაგის მეტი არეალი მოიცვან, რაც სოკოს მოქმედებასთან ერთად ზრდის მცენარის უნარს, დაბალი ენერგიის ხარჯვით უფრო მეტი საკვები ნივთიერება შეითვისოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია საკვები ნივთიერებების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესება (NUE).

უნიკალური სოკოს სახეობა: GLOMUS IRANICUM VAR. TENUIHYPHARUM

ეჭვგარეშეა, რომ მიკორიზული სიმბიოზი სარგებლის მომტანია ნაყოფმსხმოიარე მცენარეთათვის. თუმცა, ნიადაგში მრავალი სახეობის სოკო არსებობს, რომლებიც წარმოქმნიან მიკორიზას. ყველა მათგანს იგივე ეფექტი და თვისებები აქვს?

პასუხი არის არა, რადგან შეიძლება ისინი ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა არ იყვნენ ერთნაირები და არ ჰქონდეთ ერთნაირი თვისებები. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ვიცოდეთ სხვადასხვა შტამები და მათი სპეციფიკური მახასიათებლები.

კომპანია სიმბორგი 10 წელზე მეტია მუშაობს უნიკალურ სოკოზე, რომელიც ცნობილია Glomus iranicum var. tenuihypharum-ის სახელით და აქვს გამორჩეული თვისებები:

  • ის წარმოქმნის ექსტრამატრიკულ მიცელიუმს, რომელიც 4-ჯერ აღემატება სხვა სოკოების მიცელიუმს. ექსტრამატრიკული მიცელიუმის 4-ჯერ გაფართოება ნიშნავს, სოკოს მიერ ნიადაგის მეტი არეალის დაკავებას, საკვები ნივთიერებების შეთვისებას და მცენარემდე უფრო სწრაფად ტრანსპორტირებას. მიკორიზულ სოკოს ფესვთა სისტემის ყოველ 1 მეტრზე ძალიან სწრაფად შეუძლია წარმოქმნას 7-დან 250 მეტრამდე ჰიფები.
  • მისი გამრავლება ფესვის გარეთ ხდება, ძალიან მცირე სპორებით. ეს შემცირებული სპორების ზომა (30 მიკრონი, სხვა სოკოების 100 მიკრონია) და ამ სპორების წარმოქმნა ფესვის გარეთ, აუმჯობესებს ურთიერთობას მცენარესთან. სოკოებისთვის სპორები გამრავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა და სოკოების უმეტესობა, რომლებიც ქმნიან არბუსკულარულ მიკორიზებს, წარმოქმნიან სპორებს ფესვების შიგნით.
  • მარილიანობის მიმართ გამძლეობა კი 2-ჯერ მეტია, სხვა სოკოებთან შედარებით, გარდა ამისა, თავსებადია ბაზარზე არსებულ მაღალი კონცენტრაციის მქონე სხვადასხვა სასუქებთან.

მიკორიზული, სოკო

ასევე, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურასაც, რადგან  აღნიშნული მიკორიზული სოკოს მიერ წარმოქმნილი ჰიფები და ფილამენტები ხელს უწყობს ნიადაგის ნაწილაკების წარმოქმნას ცილის გამოთავისუფლებით. ამ ცილას გლომალინი ეწოდება.

რომ შევაჯამოთ, ბუნება გვაძლევს პასუხებს, სიმბორგი კი ამ პასუხებს გადაჭრის გზებად აქცევს. სწორედ ამიტომ, ისინი ფერმერებს სთავაზობენ მიკროორგანიზმებზე, ამ შემთხვევაში კი მიკორიზულ სოკოს უნიკალურ შტამზე დაფუძნებულ ბიოლოგიურ პრეპარატებს, რაც ფერმერებს დაეხმარებათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის გამოწვევების გამკლავებასა და ნაყოფიერი მოსავლის მიღებაში.

მიკორიზული სოკოს შემცველი პროდუქტები სიმბორგის კატალოგიდან:

მიკორიზული, სოკო

მაიკოაპი

უნიკალური ფორმულაციის მქონე ბიოსტიმულანტი- შეიცავს მიკორიზულ სოკოს Glomus iranicum var. Tenuihypharum, რომელიც სიმბიოზურ ურთიერთობას ამყარებს მცენარესთან და ზრდის მის მოსავლიანობასა და პროდუქტიულობას.

მიკორიზული, სოკო

მაიკოაპ 360

ბიოსტიმულანტი, რომელიც შეიცავს მიკორიზულ სოკოს Glomus iranicum var. Tenuihypharum და მინერალურ კომპლექსს 360, რომელიც თავის მხრივ შეიცავს რკინის ოქსიდს (Fe2O3). გარდა იმისა, რომ სოკო მცენარესთან სიმბიოზურ ურთიერთობაშია, რკინის ოქსიდი ფესვთა სისტემას იცავს ნემატოდებისგან და შლის მათ ქიტინს.

მიკორიზული, სოკო

რეზიდ HC

მიკორიზულ სოკოზე (Glomus iranicum var. Tenuihypharum) დაფუძნებული ბიოსტიმულანტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის დასამუშავებლად.

მიკორიზული, სოკო

რეზიდ MG

მიკორიზული სოკოს (Glomus iranicum var. Tenuihypharum) შემცველი ბიოსტიმულანტი მიკრო გრანულების ფორმით.

იოტო აგრო | ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის  www.iotoagro.ge | 0322 11 1717

თქვენი რეკლამა