მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს

მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, იწყება მუშაობა სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა, ისე, რომ მოხდეს გარემოსდაცვითი და ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მაქსიმალურად გათვალისწინება.

„ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თქვენი რეკლამა