ხელოვნური ინტელექტი ბრიტანულ კომპანიას მოცვის დახარისხებაში დაეხმარება.
გაერთიანებული სამეფოს მოცვის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ ჰოლ ჰანტერი (Hall Hunter), ახლახან შეიძინა ახალი 12 ზოლიანი Elifab Berry Class კლასის მანქანა.
მოცვის დახარისხებისა და შეფუთვის ახალი ხაზი მალე დამონტაჟდება და სრულ დატვირთვას 2024 წლის მაისის ბოლოს მიაღწევს.
ახალი ხაზი გააორმაგებს ხაზის გამტარუნარიანობას და ამცირებს პერსონალის რაოდენობას.
ამის შესახებ FreshPlaza იუწყება.
Hall Hunter ყოველწლიურად დაახლოებით 2 200 ტონა მოცვის მოსავალს იღებს და კომპანია მუშახელის ნაკლებობას განიცდის.
„შრომითი რესურსები ნომერ პირველია. ჩვენ უნდა შევამციროთ ისინი და გავაორმაგოთ ჩვენი შესაძლებლობები“, – თქვა ალანა დიკონმა, წარმოების მენეჯერმა.
კომპანიას აღმოჩნდა მუშახელის ანაზღაურების 10%-იანი ზრდის წინაშე, რამაც დღის წესრიგში დააყენა პროცესების ოპტიმიზაციის აუცილებლობა. „კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელოვნური ინტელექტის სამყარო მოდის, ან ჩვენ მას მივიღებთ და გამოვიყენებთ, ან უკან დავრჩებით“, – ხაზს უსვამს ალანა.
Hall Hunter ელოდება, რომ შეფუთვის ხაზზე თითო ცვლაში 26-ის ნაცვლად 12 ადამიანი დასაქმდება და ამასთან გამტარუნარიანობა რაც გაორმაგდება.
იხილეთ აგრეთვე: მოცვის წარმოების აგროტექნოლოგია