„ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და კმაყოფილი ვარ, რომ წამოვიწყე“ – როგორია ნოდარ გორგაძის დიდი შემოდგომა

თანამედროვე ფერმერ ნოდარ გორგაძეს კარტოფილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 40 ჰექტარ მიწაზე მოჰყავს. სათესლე მასალად სოფიას იყენებს, რომელიც სპეციალურად გერმანიიდან ჩამოაქვს. ახლა მასთან დიდი შემოდგომაა – ის მთელი წლის შრომის ნაყოფს იმკის და მოსავლის დაბინავების აქტიურ პროცესშია.

მართალია, კარტოფილის ამოღება დასრულდა, თუმცა დასვენებას ის და მისი გუნდი არ აპირებენ. ამას რომ მოვრჩებით, სამომავლო სამუშაოებს დავიწყებთ, რომ კარტოფილის კარგი მოსავალი მივიღოთ, – ამბობს ნოდარ გორგაძე.

ფერმერი

როგორც ფერმერი გვიხსნის, ნიადაგის ხელახალი დამუშავება შემოდგომასვე უნდა დაიწყოს. ზამთრის ყინვები კი მიწაში არსებულ ბაქტერიებს გაანდაგურებს და მას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოამზადებს.

ფერმერი

ყოველდღიურად აქ ვარ, ამ ფართობში ვტრიალებ. თუ არ მოხვედი და არ შეამოწმე, ისე არ გამოვა, – აღნიშნავს ნოდარ გორგაძე. ნიადაგისა და ნაყოფის ხშირი შემოწმება აუცილებელია, რათა ფერმერს რაიმე დაავადება არ გამოეპაროს და საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაამუშაოს მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებით. ის უპირატესობას Bayer-ის პრეპარატებს ანიჭებს, რადგან მიიჩნევს, რომ ხარისხიანი პესტიციდები ჯანსაღი და უხვი მოსავლის გარანტიაა.

ნოდარ გორგაძის საქმიანობაში დიდ როლს თამაშობს ტექნიკაც, რომელიც მას დათესვასა თუ მოსავლის აღებაში ეხმარება. ასევე, მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანია გამოცდილებაც. თავად მან 20 წელზე მეტი ამ საქმეს მიუძღვნა და ამ დროის განმავლობაში საკმარისი გამოცდილება დააგროვა. „არ ვემდური ჩემს თავს და არც მოსავალს. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და კმაყოფილი ვარ, რომ წამოვიწყე“, – ამატებს ის.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.
კომპანიის ვებ გვერდი: https://agrosphere.ge/

თქვენი რეკლამა