მოლდოვაში მცირე ფერმერები საერთაშორისო პარტნიორებისგან სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალის ნაკრებებს მიიღებენ.
ამ გაზაფხულზე მოლდოვას რესპუბლიკის 622 სასოფლო დასახლება მიიღებს აუცილებელ სასოფლო-სამეურნეო რესურსებს, როგორიცაა ბოსტნეულის თესლის ნაკრები და კარტოფილის ტუბერები სათესად და პირუტყვის საკვებად, იუწყება MOLDPRES.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მოლდოვას რესპუბლიკაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA) თანამშრომლობით, ავსტრიის თანამშრომლობის ოპერატიულ ქვეგანყოფილებასთან, იაპონიის და შვეიცარიის მთავრობებთან, დაიწყო გადაუდებელი სასოფლო-სამეურნეო დახმარების ახალი ეტაპი, მცირე ფერმერებისთვის და სოფლის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც განიცდიან 2022 წლის გვალვის შედეგებს და რეგიონში არსებულ კრიზისს.
დახმარებით ისარგებლებს 12000 ფერმერი, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ მხარდაჭერა. ამრიგად, ბოსტნეულის თესლების ნაკრები რვა რაიონში გადანაწილდება: სოროკა, ჰინცესტი, ორჰეი, კანტემირი, რისკანი, ფლორესტი, ედინეტი და დროჩიევო. კარტოფილის ტუბერები გადანაწილდება ხუთ რაიონში: ორჰეი, კანტემირი, სტეფან ვოდა, ედინეტი და რისკანი.
ბოსტნეულის თესლის ნაკრებები თესვის სეზონის დასაწყისში გაიცემა.
იხილეთ აგრეთვე: შეცდომები ბოსტნეულის ნერგის (ჩითილის) გამოყვანის დროს