მარცვლეულის გლობალური ბაზარი: რას უნდა ველოდოთ 2024 წელს

მარცვლეული. მსოფლიო, პროგნოზი

ბოლო წლებში საკვების მაღალმა ფასებმა ფერმერებს უფრო მეტი მარცვლეული და ზეთოვანი კულტურების მოყვანისკენ უბიძგა, მაგრამ მომხმარებლები 2024 წელს ელ-ნინიოსა (წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე) და ექსპორტის შეზღუდვების გამო შემცირებული მარაგის წინაშე აღმოჩნდებიან.

ამის შესახებ Reuters ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს.

„მარცვლეულის მიწოდების სურათი, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა 2023 წელს, რაც გამოწვეულია უფრო დიდი მოსავლით მსოფლიოს ზოგიერთ მნიშვნელოვან რეგიონში. მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ შორს უსიამოვნებისგან“, – თქვა ოლე ჰოუმ, საბროკერო IKON Commodities-ის საკონსულტაციო მომსახურების დირექტორმა სიდნეიში.

მისი თქმით, ელ-ნინიოს გამო, ბრაზილია ალბათ ნაკლებ სიმინდის მოიყვანს, ხოლო ჩინეთი აგრძელებს ხორბლისა და სიმინდის დიდი მოცულობების ყიდვას საერთაშორისო ბაზარზე.

ექსპერტების თქმით, ელ-ნინიოს გაგრძელება, რომელიც მოსალოდნელია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საფრთხეს უქმნის (დაბალი მოსავლის გამო) ბრინჯის, ხორბლის, პალმის ზეთის და სხვა პროდუქტების მიწოდებას მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში.

ბრინჯის მსოფლიო მიწოდებები უკვე შემცირდა წელს ელ ნინიოს გამო. ამან აიძულა ინდოეთი, მსოფლიოში ბრინჯის უდიდესი ექსპორტიორი, შეეზღუდა მარაგები. ინდოეთის ხორბლის მომავალ მოსავალს ემუქრება ტენის ნაკლებობა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამან ქვეყანა აიძულოს ხორბლის იმპორტი დაიწყოს, რადგან სახელმწიფო საწყობებში შიდა მარაგი ბოლო შვიდწლიან მინიმუმამდე დაეცა.

აპრილში, ავსტრალიის (მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა) ფერმერები, იძულებულნი გახდნენ მშრალ ნიადაგში დაეთესათ ხორბალი თვეების განმავლობაში ინტენსიური სიცხის შემდეგ. ასეთმა ამინდმა შეამცირა მოსავლიანობა და დაასრულა რეკორდული მოსავლის სამწლიანი ციკლი. ეს, სავარაუდოდ, წაახალისებს მყიდველებს, მათ შორის ჩინეთსა და ინდონეზიას, მოიძიონ უფრო დიდი მოცულობის მარცვლეული სხვა ექსპორტიორებისგან ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში.

„2023/24 წლებში ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გასულ სეზონთან შედარებით გაუარესდება. ყოველივე ამის შემდეგ, ექსპორტი მსხვილი მწარმოებელი ქვეყნებიდან, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად დაბალი იქნება“, – მიიჩნევს Commerzbank.

ამავდროულად, სამხრეთ ამერიკაში სიმინდის, ხორბლისა და სოიოს წარმოება 2024 წელს გაუმჯობესდება.

არგენტინაში, მაღალი ნალექი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე, სავარაუდოდ  ხელს შეუწყობს სოიოს, სიმინდის და ხორბლის უხვ წარმოებას. არგენტინის Rosario Grain Exchange-ის (BCR) მიხედვით, საადრეო სიმინდის 95% და სოიოს 75% შესანიშნავ ან ძალიან კარგ მდგომარეობაშია წვიმების წყალობით, რომელიც მოდიოდა ოქტომბრის ბოლოდან პამპასის რეგიონში.

მოსალოდნელია, რომ ბრაზილია 2024 წელს სოიოს თითქმის რეკორდულ მოსავალს მიიღებს, თუმცა ქვეყანაში სოიასა და სიმინდის წარმოების შეფასებები ბოლო კვირეებში შემცირდა მშრალი ამინდის გამო.

„ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდის უფრო მაღალ რისკს, ვიდრე ფასების შემცირების წინაპირობებს“, – განაცხადეს CoBank-მა, რომელიც აშშ-ს სოფლის მეურნეობის სექტორის წამყვანმა კრედიტორს წარმოადგენს.

თქვენი რეკლამა