კიდევ 2 საწარმო, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „ყველს“ აწარმოებდნენ

ყველის, საწარმო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ობიექტს, რომლებიც არალეგალურად ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ ე. წ. „ყველს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთისა და ქვემო ქართლის  დეპარტამენტების ინსპექტორებმა  ნედლი რძის გადამმუშავებელ  არალეგალურ საწარმოებს მიაკვლიეს.

ფიზიკური პირი ლ. მ (მის: ლაგოდეხი, სოფელი ქვემო ნაშოვარი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

ინდმეწარმე დ.შ (მის: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. დისველი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ამუშავებდა რძეს და აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ  „ყველს“.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები  დაჯარიმდნენ  და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

თქვენი რეკლამა