კარტლისის ფერმერთა აკადემიის საერთაშორისო სტატუსი

ფერმერთა, აკადემია, კარტლისი, უფასო

კარტლისის ფერმერთა აკადემიის ტრენინგებს დიდი გამოხმაურება აქვს,იგი პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ და მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!

სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ მას უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა და კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია როგორიცაა: ,,Delphy International”.

ფერმერებს კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ იღებენ ცოდნას და ეუფლებიან თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

ფერმერთა, აკადემია, კარტლისი, უფასო

„Delphy International“ ორგანიზაცია უკვე ათეული წლებია აერთიანებს მსოფლიო დონის ექსპერტებს სოფლის მეურნეობის სფეროში, მათი პროგრამები და ტრენინგები ეხმარება მრავალი ქვეყნის ფერმერებს, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და მიიღონ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი.

ფერმერთა, აკადემია, კარტლისი, უფასო

პარტნიორი ორგანიზაციის ტრენერები, ამ პროექტის ფარგლებში უკვე სტუმრობენ საქართველოს, რათა ჩაატარონ ქართველ ფერმერებს ტრენინგები და პრაქტიკული მასტერ-კლასებს სანერგე მეურნეობის სფეროში.

ფერმერთა, აკადემია, კარტლისი, უფასო

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
კარტლისის ფერმერთა აკადემიის ტრენინგებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას (გადადით ბმულზე) http://www.cartlis.ge/default/contact-us

თქვენი რეკლამა