უახლესი აგროდრონი 30-ლიტრიანი ავზით საათში 16 ჰექტარს წამლავს

აგროდრონი, აგროდრონები

რამდენიმე წლის წინ უპილოტო აპარატებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს ტრადიციულ ინდუსტრიებში, სადაც, ერთი შეხედვით, მსგავსი ტიპის ინოვაციის ადგილი არაა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იხვეწება აგროდრონების შესაძლებლობები და ეფექტურობაც.

სულ ახლახან ჩვენი რეგიონისთვის ხელმისაწვდომი გახდა DJI-ს უახლესი თაობის აგროდრონები:  DJI Agras T30 ( 30-ლიტრიანი ავზით) და DJI Agras T10 (10-ლიტრიანი ავზით). მათი შეძენა უკვე შესაძლებელია კომპანია კოპტერ ტექში , რომელიც 2017 წლიდან არის DJI-ის ოფიციალური დილერი საქართველოში.

მაღალი რეზოლუციის კამერების, სენსორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მქონე დრონებს  შეუძლია ზუსტი და გეგმიური საჰაერო თესვა, ჰერბიციდის, პესტიციდისა და თხევადი სასუქების შეფრქვევა , რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის მუშაობის ეფექტურობას, ამცირებს სამუშაო დროს და იცავს მცენარეს დაზიანებისგან.

აგროდრონი, აგროდრონები

გაუმჯობესებული გაფრქვევის  სიგანე, სიხშირე, განაწილება და ეფექტურობა.

Agras T30 არის ახალი თაობის დიზაინის ტუმბოები უზრუნველყოფს წუთში მაქსიმუმ 8 ლიტრის გაფრქვევას. 8 ცალი სოლენოიდის სარქველი გვაძლევს გაფრქვევის სიხშირის ცვლილების კონტროლის შესაძლებლობას, 16 საქშენით კი გაფრქვევის უპრეცედენტო დიაპაზონის- 9 მეტრის დაფარვას გვთავაზობს. ახალი ჭკვიანი საზომი აჩვენებს ავზის დაცლამდე დარჩენილ  დროს, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს მუშაობის ეფექტურობას. ამასთანავე, T30  1 საათში ფარავს 16 ჰექტარს.

ხეხილებზე მორგებული კონფიგურაცია

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ, ამ აგროდრონის გაფრქვევის სისტემის სპეციფიკური დახრის კუთხე ყველაზე ოპტიმალურია ხეხილის შესაწამლად.   მსგავსი კონტროლირებადი გაფრქვევის მიმართულებების საშუალებით  პესტიციდები აღწევს ქვედა ტოტებამდე, რაც უზრუნველყოფს სითხის თანაბარ გადანაწილებას.

აგროდრონი, აგროდრონები

მძლავრი სისტემა. გაძლიერებული დაცვა

ამასთანავე, DJI Agras T30-ს აქვს მტვრისა და სითხეებისადმი გამძლეობის IP67 სერტიფიკატი, რაც მას წყალგამძლე უპილოტო საფრენ აპარატად აქცევს. დაკეცვის შედეგად დრონის ზომა 80%-ით მცირდება. ჩაშენებული საკეტების დახმარებით გარანტირებულია უსაფრთხო ოპერირება. სათესი სისტემა მარტივად ირეცხება და მდგრადია კოროზიისადმი.

360 გრადუსიანი რადარი. გამარტივებული ოპერირება

დრონის წინა და უკანა FPV კამერები ზრდის ხილვადობას და ამარტივებს ფრენის მონიტორინგს, ხოლო  360 გრადუსიანი რადარის სისტემა  უზრუნველყოფს ფრენას რთულ პირობებშიც კი . რეალურ დროში 3D გარემოს აღქმის შესაძლებლობით, აგროდრონი  გვთავაზობს რელიეფის ზედმიწევნით ათვისებას, დაბრკოლების მრავალმხრივ არიდებას და შემოვლითი გზის ავტომატურ განსაზღვრას. T30-ის ელემენტის დატენვა შესაძლებელია მინიმუმ 1000-ჯერ. 2 ელემენტი და სატენი საკმარისი იქნება საჰაერო შეწამვლისთვის მთელი დღის განმავლობაში.

აგროდრონი, აგროდრონები

საჰაერო დათესვის სისტემა

Agras T30 ასევე არის საჰაერო დათესვის სისტემა. მისი 40-ლიტრიანი სათესი ავზი შესამჩნევად აუმჯობესებს თესვის ეფექტურობას,  დარჩენილი მასალის რაოდენობის ნახვა კი შესაძლებელია რეალურ დროში.

აგროდრონი პატარა ნაკვეთებისთვის

DJI Agras T10 – ეს მსუბუქი აგროდრონი აღჭურვილია მისამაგრებელი 10-ლიტრიანი ავზით, 1000 დატენვის ციკლის მქონე ულტრა სწრაფად დატენვადი ელემენტით. T30-ის მსგავსად, მასაც აქვს 360 გრადუსიანი რადარი და FPV კამერები-წინ და უკან.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ კოპტერ ტექი. ვებ გვერდი: https://www.copterenterprise.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მოცემული ბმულებით.

თქვენი რეკლამა