ჰიროსიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

დეგუსტაცია

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციიის მიზნით, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი HoReCa სექტორის წარმომადგენლები, სომელიეები და იმპორტიორები, ჯამში 50 სტუმარი დაესწრო.

საქართველოს მეღვინეობის კულტურასა და  თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ მომზადებულ ორსაათიან პრეზენტაციას, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი, კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. ღონისძიების სტუმრებმა ქართული ღვინოების საექსპორტო პოტენციალი და წარმოების მასშტაბებიც განიხილეს.

დეგუსტაცია

ქართული ღვინის წარდგენის მიზანი გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო. კომპანიასთან „Red Bridge“, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.

დეგუსტაცია

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში.

დეგუსტაცია

2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

თქვენი რეკლამა