ევროპის ქვეყნების სუპერმარკეტებში, სალათის ფოთლების დეფიციტი მინიმუმ მარტის ბოლომდე გაგრძელდება, აცხადებენ ესპანელი ფერმერები.
ამის მიზეზი, სამხრეთ ესპანეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე წვიმიანი (დეკემბერ-იანვარში თოვლიც დაემატა) სეზონია, ჩვეულებრივ სალათის ფოთლების ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, ძირითადად ესპანეთის პროვინცია მურსიაზე მოდის. სწორედ ამ რეგიონში შექმნილი არასასურევლი კლიმატური პირობების გამო შეიქმნა ამ კულტურის დეფიციტი.
„ის რაც ჩვენ გადავიტანეთ, ძალიან ჰგავს 1983 წლის კატასტროფას, მაშინაც კოკისპირული წვიმების შემდეგ, ჯერ აცივდა და შემდეგ თოვლი წამოვიდა“,-ამბობს ფერმერი ხოსე ანტონიო კანოვასი.
ესპანეთში, სალათის ფოთლების წარმოების მოცულობა ზამთრის პიკურ თვეებში 1/3-ით შემცირდა, ჩვეულებრივ ამ პერიოდში ქვეყანაში 100 ათას ტონას აწარმოებენ. მთლიანად წლის განმავლობაში, ესპანეთიდან ექსპორტზე 700 ათასი ტონა სალათის ფოთლები გადის.
დეფიციტის გამო, როგორც ადრე ვწერდით, ბროკოლზე და სალათის ფოთლებზე, ბრიტანეთის სავაჭრო ქსელებმა ერთ ჯერზე ყიდვის რაოდენობა შეზღუდეს.
ფერმერთა თქმით, სიტუაციის გამოსწორებას მინიმუმ თვენახევარი დასჭირდება.
„ნორმალურ წარმოებაზე დაბრუნება, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისშა მოსალოდნელი, მანამდე ჩვენ ვერ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, რადგან მინდვრების დატბორვის გამო ვერ მოვახერხეთ ნერგების დარგვა“, -აცხადებს ხოსე ანტონიო კანოვასი.
ფერმერები ძალიან დაზარალარდნენ, რადგან ბევრი მათგანი მოსავალს არ აზღვევს, ამ რეგიონში სალათის წარმოებაში, მოგების კოეფიციენტი მინიმალურია (2-4%), ფერმერთა შემოსავალს ძირითადად წარმოების დიდი მოცულობა განაპირობებს.