ევროპაში ფერმერები მერკოსურთან სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ

ევროკავშირი, ფერმერთა, პროტესტი

ევროპელმა ფერმერებმა ბრიუსელში ევროკავშირი-მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააპროტესტეს. ამის შესახებ წერს Reuters-ი.

ბრაზილია ითხოვს ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმებას ხელი მოეწეროს თვის ბოლომდე მისი G20-ის პრეზიდენტობის დროს. შეთანხმების მხარდამჭერები, მათ შორის ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა გერმანია, ამბობენ, რომ ეს უფრო მეტ ბაზარს გახსნის მათი ექსპორტისთვის.

იმავდროულად, საფრანგეთი ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირის სხვა წევრები, შექმნან ბლოკი შეთანხმების წინააღმდეგ.

ფერმერები ამბობენ, რომ შეთანხმება Mercosur-ის ბლოკთან, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, არგენტინას, ბოლივიას, პარაგვაის და ურუგვაის, შექმნის არასწორ კონკურენციას ფერმერებისთვის და სურსათის მწარმოებლებისთვის ევროკავშირში.

მათის თქმით ამ შეთანხმებით შესაძლებელი ხდება დიდი მოცულობის საკვების იმპორტი, რომელიც არ დაექვემდებარება იმ მკაცრ წესებს რაც ევროკავშირშია.

ფერმერები ევროკავშირის შტაბ-ბინასთან შეიკრიბნენ. „…ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და რეალურად არ იძლევა სამართლიან ფასებს ფერმერებისთვის“, – თქვა ედუ ჯ. ნუალარტმა, ესპანელმა ფერმერმა.

„თუ ჩვენ დავადასტურებთ ამ შეთანხმებას, ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა ევროპისა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობისთვის…“- თქვა არნო რუსომ, საფრანგეთის უმსხვილესი ფერმერთა პროფკავშირის FNSEA-ს ხელმძღვანელმა.

Bloomberg-ის ინფორმაციით საფრანგეთი ცდილობს დაარწმუნეოს პოლონეთი, გააერთიანონ ძალები, რათა დაბლოკონ სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ბლოკ Mercosur-ს შორის, რომელიც უკვე მეოთხედი საუკუნეა მუშავდება.

თქვენი რეკლამა