გაფრთხილება 28 თებერვალი – 2 მარტის ამინდის შესახებ

ამიმდი, ყინვა, თოვლი

28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება:

→ დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე;
→ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12;
→ ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18;
→ მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.

დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

თქვენი რეკლამა