
დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოცვერი, სახელად დარია ბრიტანეთში ბინადრობს, მისი სიგრძე 1,2 მეტრია, წონა 25 კილოგრამი.
ამასთან დარიას მემკვიდრეც ეზრდება-მისი ყურცქვიტა ჯეფი, იგი გაბარიტებით თითქმის დაეწია მამას იტყობინება ბრიტანული metro.
პატარა ჯეფის სიგრძე უკვე 1 მეტრია. სპეციალისტების აზრით ბაჭია მინიმუმ 6 თვე კიდევ გააგრძელებს ზრდას.
გიგანტი ბოცვრები ბუსტერშირში 63 წლის ანეტ ედვარდსის სახლში ბინადრობენ.
წლის განმავლობაში გიგანტ მამა-შვილის გამოსაკვებად, თვითეულზე 2000 სტაფილო და 700 ვაშლია საჭირო.
ჯიში რომელსაც დარია და ჯეფი წარმოადგენენ „კონტინენტალური გიგანტის“ სახელითაა ცნობილი, ეს ერთ-ერთი უძველესი ბოცვრის ჯიშია მსოფლიოში.
მის შესახებ პირველი მოხსენიება XVI საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება.