ბრიტანელ ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშები სჭირდებათ

კარტოფილი, ბრიტანეთი, ჯიშები

კარტოფილის ეროვნული ინოვაციების ცენტრი (NPIC) აცხადებს, დიდი ბრიტანეთის კარტოფილის ნათესების საფრთხის შესახებ, 2025 წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის გამო.

ამის შესახებ ჯეიმს ჰატონის ინსტიტუტმა განაცხადა.

NPIC-ის დირექტორმა, პროფესორმა იან ტოტმა განაცხადა: „ჩვენ სრულიად მოუმზადებლები ვართ კლიმატის ცვლილების ჩვენს მოსავალზე ზემოქმედებისთვის. ძალიან რთულია ხარისხიანი კარტოფილის მოყვანა ცხელ და მშრალ ამინდში. წელს თუ მომავალ წელს, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ ამ გავლენას ჩვენს მოსავლიანობაზე. ჩვენ ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულნი იმაზე, რისი წარმოებაც შეგვიძლია დიდ ბრიტანეთში და იძულებული ვიქნებით კარტოფილის იმპორტი განვახორციელოთ“.

მისი თქმით, ტექნოლოგიები და ახალი ჯიშები, რომლებიც მდგრადია მაღალი ტემპერატურის, გვალვის, ახალი მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, უკვე არსებობს, მაგრამ მათი წარმოებაში დანერგვისთვის უფრო სწრაფი ქმედებებია საჭირო.

„თუ არ ვიჩქარებთ, რისკის ქვეშ ვართ,  რომ კრიტიკული მომენტის დადგომისას ალტერნატივა არ გვექნება“, – დასძინა ტოტმა.

მეტეოროლოგიური სამსახურის კლიმატის ატრიბუციის დირექტორმა, მარკ მაკკარტიმ, აღნიშნა: „ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის ზაფხული სავარაუდოდ, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ სათბურის გაზების გამოყოფის შედეგად დადგა. ბუნებრივ კლიმატში ასეთი ზაფხული 340 წელიწადში ერთხელ შეიძლება იყოს, მაშინ როცა ამჟამად ის ხუთ წელიწადში ერთხელ დგება“.

კარტოფილი მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები კულტურაა მსოფლიოში და მეორე -დიდ ბრიტანეთში. ფერმერებმა დაადასტურეს ახალი ჯიშების საჭიროება, ხოლო NPIC-ის ექსპერტები აღნიშნავენ კარტოფილის წარმოების კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობას.

თქვენი რეკლამა