აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მინისტერიალი თბილისში

CAREC

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალმა დაიწყო მუშაობა.

საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ.

მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

პროგრამა მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას, მინისტერიალებზე კი განიხილება რეგიონული თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა – ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები და ა.შ.

თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. კარეკის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონის მდგრადობა კლიმატის რისკების მიმართ და ძალისხმევის მიმართვა სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება CAREC-ის სხვა პრიორიტეტული სავაჭრო-ეკონიმიკური მიმართულებები, რაც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არაერთ სექტორში, მათ შორის – ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

თქვენი რეკლამა