
2024 წელს აზერბაიჯანმა 128,9 მილიონი დოლარის ღირებულების 20 169 ტონა თხილი გაიტანა.
2023 წლის მონაცემებთან შედარებით, თხილის ექსპორტი რაოდენობრივად 14%-ით შემცირდა, ფულადი თვალსაზრისით კი 5%-ით გაიზარდა, წერს Abc.az სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. 2023 წელს აზერბაიჯანმა გაიტანა 23 397 ტონა თხილი, რომლის ღირებულება დაახლოებით $123,14 მილიონი იყო.
2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ექსპორტირებული თხილის ერთი ტონის ღირებულება გაიზარდა 5263 დოლარიდან 6390 დოლარამდე (1127 დოლარით).
იხილეთ აგრეთვე: თხილის ბაღების გასაშენებლად ადგილის შერჩევა