ამერიკელებს საათში 13$-ად ფერმებში მუშაობა არ სურთ

ფერმა

ამერიკელი ფერმერთა ნაწილი აცხადებს, რომ გავლენ ბიზნესიდან, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის შედეგად, უცხოელი მუშახელის დაქირავების საშუალება აღარ ექნებათ.

ფერმერი ჯონ როზენაუ, რომელსაც ვისკონსიის შტატში 550 თავი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს, თვლის რომ, სექტორი უცხოელი მუშახელის გარეშე ძალიან დაზარალდება და შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს.

ფერმებში ძირითადად მექსიკელები მუშაობენ, თუ თქვენ მათ ქვეყნიდან გაუშვებთ, ფერმერებს ბიზნესიდან გასვლა მოუწევთ, ამბობს ჯონ როზენაუ.

ზოგიერთი გათვლით ვისკონსიის შტატში, საოფლის მეურნეობის სფეროშო დასაქმებულთა 80% უცხოელია, რომელთა დიდ ნაწილსაც საბუთები წესრიგში არ აქვთ.

აგრარიკოსთა თქმით, მკვიდრ ამერიკელებს არ სურს, ფერმებში, საათში 13$-ად მძიმე ფიზიკური საქმიანობით დაკავდნენ.

ფერემერთა გარდა, სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებელ საწარმოებს, ამ სფეროშიც დასაქმებულთა დიდი ნაწილი ემიგრანტია.

თქვენი რეკლამა