„ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაცია

სათბური, სათბურები

აგროკავკასია – 2 აპრილს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში, „ალმერიის აგრარული მოდელის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება ორგანიზებულია ალმერიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევო ბიზნეს კონსალთინგის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით.

პრეზენტაციის მიზანია ქართულ კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს გავაცნოთ ალმერიის განვითარების მოდელი, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული რეგიონი სიღარიბიდან ამოვიდა და დღეს, მისი პროდუქტიულობით, ედრება ესპანეთის ინდუსტრიულად განვითარებულ რეგიონებს.

განხილული იქნება მოდელის სხვადასხვა ასპექტები და საქართველოში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

საპატიო სტუმრები: ლევან დავითაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;  Victor Cruz – ალმერიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

ასევე, გიწვევთ გაწევრიანდეთ ალმერიასა და საქართველოს პროფესიონალებისთვის შექმნილ LinkedIn ჯგუფში სახელწოდებით: Desarrollo Agrícola “Almería-Georgia” | აგრარული განვითარება „ალმერია-საქართველო“.

იხილეთ LinkedIn ჯგუფი შემდეგ მისამართზე: www.almeria-georgia.ebc.ge

მოკლე შესავალი ალმერიის აგრარულ მოდელზე

თეთრი ზღვა, ასე უწოდებენ ალმერიის რეგიონს. ეს არის 36.000 ჰა მჭიდროდ განთავსებული სათბურები, რომელიც კოსმოსიდან ჩანს როგორც თეთრი ზღვა.

ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით ალმერიის რეგიონმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია გასული 50 წლის მანძილზე.

აღნიშნულ განვითარებაში მონაწილეობა მიიღეს: ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ფინანსურმა ინსტიტუტებმა, ალმერიის უნივერსიტეტმა, კვლევითმა ცენტრებმა, ბიზნეს ასოციაციებმა და კოოპერატივებმა.

განვითარების პროცესში დაიხვეწა და მაღალ დონეს მიაღწია მეურნეობის შემდეგმა სფეროებმა: სათბურების სტრუქტურები, პლასტმასის გამოყენება, სარწყავი სისტემები, კლიმატკონტროლი, სანერგე მეურნეობები, ბიოლოგიური კონტროლი, აგროქიმიკატებისა და სასუქების გამოყენება, ენერგოეფექტურობის მეთოდები.

ასევე,  გავნითარდა პროდუქტის შეფუთვის ფორმები, შენახვა/დასაწყობების სისტემები, მარკეტინგი, ბიზნეს ასოციაციები, კვლევის ცენტრები, აგროინდუსტრიის სასწავლო პროგრამები და სხვა. შედეგად, აგრობიზნესისა და დამხმარე სექტორების ჯამურმა ბრუნვამ 2015 წელს შეადგინა 4 მილიარდ ევროზე მეტი, აქედან 2 მილიარდი ევრო ექსპორტზე გავიდა. დასაქმებულია 100.000-ზე მეტი ადამიანი.

ალმერიის მოდელით დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფოები, ძირითადად კი ლათინოამერიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები. ხოლო, ყველაზე უკეთ ალმერიის მოდელი მაროკომ აითვისა. კერძოდ, მაროკოში 2011 წელს 9.000 ჰა სათბურები იყო, და 8 წელიწადში ამ ციფრმა 26.000 ჰას მიაღწია.

მაროკოს ასეთ წარმატებაში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, და დღეს მათი წარმოებული პროდუქცია იკავებს ევროპული ბაზრის მნიშვნელოვან წილს.

ღონისძიება გამართვის დრო: 10:30 – 13:00.

ინფორმაცია მოგვაწოდა: ლადო ხუციშვილმა ;
კომპანია: ევო ბიზნეს კონსალთინგი.

თქვენი რეკლამა