აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

ზღვის

აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას.

აჭარის სანაპირო ზოლში აღებული ნიმუშების ბაქტერიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის წყალი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. უფრო მეტიც, წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.

როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი-კვარიათისა და მახინჯაური-მწვანე კონცხის ტერიტორიებზე. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია, მწვანე კონცხი) კვლევებს ატარებს, სეზონზე ყოველ 10 დღეში.

კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები. სინჯების აღება ხდება მცურავი საშუალების გამოყენებით ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში.

წყარო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თქვენი რეკლამა