![dambali_khaWo_fest_28928373252427373_282837335262 დამბალი, ხაჭო](https://agrokavkaz.ge/wp-content/uploads/2017/07/dambali_khaWo_fest_28928373252427373_282837335262.jpg)
შპს “სანათას სახლი” და ა(ა)იპ “ჩვენი ფშავი” სოფლის მეურენეობის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 2017 წლის 30 ივლისს გიწვევენ დამბალი ხაჭოს ფესტივალზე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დამბალი ხაჭოს და სხვა ნატურპროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართება კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის საუკეთესო მთქმელები.
გაიმართება ტრადიციული კონკურსები საუკეთესო ხარისხის დამბალი ხაჭოს დამამზადებლის და დამბალი ხაჭოს თემაზე საუკეთესო ლექსის ავტორების გამოსავლენად.
დამბალი ხაჭოს ფესტივალი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ღონისძიება 12.00 საათზე დაიწყება.