სექტემბერი-ოქტომბერი ის დროა, როცა ფერმერები საადრეო მარცვლეული კულტურებისთვის ნიადაგის მომზადებასა და თესვას იწყებენ. სათესლე მასალების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევა და მომარაგებაც ამ პერიოდიდან იწყება.
როგორ უნდა შეირჩეს ხორბლის სათესლე მასალა? რა გავლენას ახდენს სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები მოსავლის ხარისხზე და როგორია ხორბლის მოყვანის ძირითადი წესები? – ამ და სხვა კითხვებით „აგროსფეროს“ ხორბლის სათესლე მასალის პირველადი წარმოების ხელმძღვანელს, ალექს ზაზიკაშვილს მივმართეთ.
ბატონო ალექს, რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ხორბლის თესლის შერჩევისას?
ხორბლის სათესლე მასალის შერჩევისას აუცილებელია ფერმერმა კარგად იცოდეს მისი წარმომავლობა, შემადგენლობა და მახასიათებლები. ის მორგებული უნდა იყოს რეგიონის კლიმატურ პირობებზე და გააჩნდეს რეზისტენტობა იმ დაავადებებისა თუ მავნებლების მიმართ, რომელიც კონკრეტულ არეალშია გავრცელებული. ამასთან, აუცილებელია, სათესლე მასალა იყოს სერტიფიცირებული.
საქართველოში თბილი კლიმატია, ამიტომ ხორბალი ყვავილობას ადრე იწყებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სათესლე მასალა საადრეო ჯიშის იყოს. „აგროსფერო“ უკვე 7 წელიწადია, ავსტრიულ კომპანია Saatbau-სთან ერთად, სწორედ ამგვარ საადრეო ჯიშის სათესლე მასალებს აწარმოებს. ოთხივე ჯიში – ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი და ბალიტუსი – სერტიფიცირებულია. ამ ჯიშებს გააჩნია მოსავლის მაღალი პოტენციალი, არის მედეგი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ და ხასიათდება ცხობის მაღალი პოტენციალით.
როდის უნდა დაიწყოს ფერმერმა სასუქების გამოყენება და რა უნდა გაითვალისწინოს მან ხორბლის კვების სქემის შემუშავებისას?
ხორბლის მოყვანის შემთხვევაში, სასუქების შეტანა, ძირითადად, სამ ეტაპად ხდება. პირველად ნიადაგის დამუშავების პროცესში. ამ შემთხვევაში, სასურველია, წინასწარ ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი, რაც ფერმერს დაეხმარება საჭიროებების დადგენასა და სასუქის ტიპისა თუ დოზის სწორად შერჩევაში. მეორედ საკვები ნივთიერებების შეტანა ნიადაგში უშუალოდ თესვის დროს ხდება. მესამედ კი გაზაფხულზე, ერთ ან ორ ეტაპად.
ძალიან მნიშვნელოვანია სასუქების სწორად შერჩევაც – უნდა იყოს ადვილად ხსნადი, რათა მცენარემ ის მარტივად აითვისოს და არ მოხდეს მისი ჩარეცხვა ან აორთქლება. ასევე, მნიშვნელოვანია იყოს სუფთა შემადგენლობისა და მაღალეფექტური. ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ Yara-ს ბრენდის პროდუქციას, რომელსაც საუკეთესო მახასიათებლები აქვთ, არის უსაფრთხო და უზრუნველყოფს ხარისხიან და მაღალ მოსავალს.
რამდენად ახდენს გავლენას მოსავალზე ხორბლის დაცვის საშუალებები?
მავნებლებმა შესაძლოა ხორბლის მოსავალი დაახლოებით 25%-ით შეამციროს, სარეველამ 30%-ით, ხოლო დაავადებებმა 14%-ით. შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებები აგრომეურნეობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. იმისათვის, რომ ფერმერს არ ჰქონდეს დანაკარგი და დაზღვეული იყოს რისკებისგან, აუცილებელია, არჩევანი ხარისხიან პრეპარატებზე შეაჩეროს, როგორიცაა Bayer-ის პროდუქცია. ბრენდი აწარმოებს მცენარეთა დაცვის ინოვაციურ საშუალებებს, რაც არა მხოლოდ მის ეფექტიანობაში გამოიხატება, არამედ ხასიათდება მცენარეზე მინიმალური ზეგავლენით. ეს კი უხვთან ერთად, ჯანსაღი მოსავლის გარანტიაა.
რა პერიოდიდან იწყება ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავება და რა უნდა გაითვალისწინოს ფერმერმა ამ პროცესში?
საქართველოს უმეტეს რეგიონში ხორბლის მოსავლის აღება ივნისის ბოლოდან და ივლისის დასაწყისიდან იწყება. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამღებ ტექნიკას. მნიშვნელოვანია კომბაინი სუფთად იღებდეს მოსავალს, დანაკარგის გარეშე და შეეძლოს აღებული ხორბლის კარგად გასუფთავება-დახარისხება.
თუ ხორბლის რეალიზება აღებისთანავე არ ხდება, მაშინ მოსავალი გრილ და მშრალ ადგილას უნდა დაბინავდეს, სადაც ტემპერატურა 25°C-ზე მეტი არ იქნება. სინესტე და მაღალი ტემპერატურა მავნებლებს იზიდავს, რაც, ცხადია, ხორბლის დაზიანებას იწვევს.
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსფერო“.
დამატებითი კითხვებისთვს ეწვიეთ კომპანიის ვებ გვერდს: https://agrosphere.ge/