2026 წელს 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 10%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
2026 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს: ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კაკლოვანი ხილი, მოცვი და სხვა.

