რკონის ხეობის მდინარეები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

რკონი, ნაკადულის, კალმახი

კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, კასპის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები  „წითელი ნუსხის“  სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითით დათევზიანდა.

განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

ნაკადულის კალმახი – საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობა

თქვენი რეკლამა