2025 წელს, საქართველოდან ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იქნა 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 11,5 მლნ ლიტრი ღვინო.
ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, 2024 წელთან შედარებით, 7%, ხოლო რაოდენობა 2%-ით გაიზარდა.
გასულ წელს, ქართული ღვინო ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონეთში გაიყიდა, სადაც 6,8 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული. მეორე ადგილზე გერმანია – 1,3 მლნ ლიტრი, შემდეგ ლატვია – 1,2 მლნ ლიტრი, ლიეტუვა – 703,5 ათასი ლიტრი, დიდი ბრიტანეთი – 327,7 ათასი ლიტრი, ესტონეთი 271 ათასი ლიტრი და ა.შ.

