ეგვიპტემ წელს ბაზარზე რეალურ გარღვევას მიაღწია და შეერთებულ შტატებს ნივრის რეკორდული რაოდენობა მიაწოდა.
აშშ-ს U.S. Census Boreau მიერ მოწოდებული Global Trade Tracker-ის მონაცემების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ეგვიპტიდან 2500 ტონა ნიორი შეიტანა, რომლის ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ეს მაჩვენებელი ეგვიპტისთვის ახალ რეკორდს წარმოადგენს და უკვე ექვსჯერ აღემატება 2024 წლის ექსპორტს. გარდა ამისა, ეგვიპტის მიერ შეერთებულ შტატებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორცილებული ნივრის ექსპორტის მთლიან მოცულობას აღემატება.
ეგვიპტიდან აშშ-ს ბაზარზე ნივრის პირველი ოფიციალური გადაზიდვები 1993 წელს დაფიქსირდა, თუმცა 2015 წლამდე ექსპორტი სპორადული იყო. 2015 წლიდან აშშ ყოველწლიურად ყიდულობდა ეგვიპტურ ნიორს, თუმცა წლიური მოცულობა 800 ტონას არ აღემატებოდა, ეგვიპტე კი „ეგზოტიკური“ მიმწოდებლის როლს ასრულებდა.
აშშ, რომელიც მსოფლიოში ნივრის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. აშშ-ში ნივრის ძირითადი მიმწოდებლები არიან ჩინეთი, მექსიკა, არგენტინა და ესპანეთი.
თუმცა, ტრადიციული მომწოდებელი ქვეყნების მიერ მიწოდების დეფიციტმა, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულმა სავაჭრო ომებმა, იმპორტიორები აიძულა, წყაროების დივერსიფიკაცია მოეხდინათ. შედეგად, 2025 წელს აშშ-მ გაზარდა ეგვიპტური და ვიეტნამური ნივრის შესყიდვები, როგორც ძვირადღირებული ესპანური და ტარიფებით დატვირთული ჩინური და მექსიკური იმპორტის პირდაპირი ალტერნატივა.
არსებულმა სიტუაციამ 2025 წლის ზაფხულში აშშ-ის ბაზარზე ეგვიპტური ნივრის რეკორდული მოცულობების შესვლა გამოიწვია. უფრო მეტიც, ივნისსა და ივლისში აშშ-ში ნივრის იმპორტში ეგვიპტური პროდუქციის წილი 10%-ს მიუახლოვდა, რამაც ეგვიპტე „ეგზოტიკური“ მიმწოდებლიდან სტრატეგიულ პარტნიორად აქცია.
წყარო: EastFruit
ნიორი – დარგვა, მოყვანა, მოვლა

