უკრაინის კარტოფილის მწარმოებელთა ასოციაციამ (UAPP), კიევის ეკონომიკის სკოლის სურსათისა და მიწათსარგებლობის კვლევების ცენტრთან (KSE Agrocenter) თანამშრომლობით, დაიწყო პროექტი სახელწოდებით „უკრაინის კარტოფილის სექტორის მიწოდების ჯაჭვის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი“, იტყობინება EastFruit.
ინიციატივის მიზანია ინდუსტრიის განვითარების ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისთვის, საჭირო სანდო და დამოუკიდებელი ინფორმაციის მოპოვება. პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კვლევის საჭიროება გამოწვეულია უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სექტორის შესახებ განახლებული და ზუსტი მონაცემების ნაკლებობით.
როგორც UAVC-ის პრესსამსახური იუწყება, კარტოფილის სამრეწველო წარმოების განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ვადაც 2025 წელს იწურება, ჩანაცვლებას საჭიროებს, რადგან ბაზარი დინამიურია და განახლებულ მიზნებსა და სტრატეგიებს მოითხოვს.
UAVC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლჰა სამოილიჩენკომ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამისთვის საჭიროა დამოუკიდებელი მონაცემები თითოეული პოზიციის დასასაბუთებლად და ინდუსტრიის განვითარების როგორც ბარიერების, ასევე პოტენციალის დასადგენად.
მხარდაჭერა ხორციელდება ნიდერლანდების მთავრობის კერძო სექტორის პროგრამის (RVO სააგენტო) მეშვეობით. UAVC აღნიშნავს, რომ კვლევა ასევე ხელს შეუწყობს უკრაინის კარტოფილის სექტორის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციას.
პროექტს აქვს უნიკალური მიდგომა: ის გულისხმობს ანალიტიკური მონაცემების მუდმივ გადამოწმებას ინდუსტრიის უშუალო მონაწილეებთან. ჩართულია მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლი: კარტოფილის, თესლის მწარმოებლები და ქიმიური კომპანიები, აღჭურვილობის მომწოდებლები და გადამამუშავებლები. ეს მეთოდი შეირჩა კარტოფილის მეურნეობის სპეციფიკურობის გამო, სადაც ღია წყაროებიდან მონაცემები მწირია.
დღეისათვის, KSE Agrocenter-ის ანალიტიკოსებმა, მონაწილეებთან წინასწარი ინტერვიურება უკვე ჩაატარეს, შექმნეს სამუშაო ჰიპოთეზები შეფერხებებთან დაკავშირებით და ორგანიზება გაუწიეს თემატურ ფოკუს ჯგუფებს. განხილვების დროს ჰიპოთეზები დაიხვეწა და შეგროვდა ექსპერტული ინფორმაცია მიწოდების ჯაჭვის პროცესებზე მოქმედი ბარიერების შესახებ.
პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ანალიტიკური ანგარიშის პირველი პროექტის გადამოწმება უახლოე ხანებშია მოსალოდნელი. კვლევის შედეგები წარედგინება უკრაინის მთავრობას და საერთაშორისო პარტნიორებს.
კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგია და რამდენიმე ჯიში

