საქართველოდან 74.8 მლნ აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული

თხილი, ეხსპორტი, საქართველო

თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია – ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 74.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7.5 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულება 62%-ით (28.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

1 კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 9.95$-ია, რაც 69%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია:

  • იტალია (2.1 ათასი ტონა);
  • ესპანეთი (672.2 ტონა);
  • გერმანია (663.9 ტონა);
  • სირია (525.1 ტონა);
  • საფრანგეთი (423.4 ტონა);
  • საბერძნეთი (339.6 ტონა);
  • რუსეთი (326.4 ტონა);
  • ჩეხეთი (310.0ტონა);
  • სომხეთი (260.9 ტონა);
  • თურქეთი (201.2 ტონა).

იხილეთ: რა უნდა ვიცოდეთ თუ თხილის ბაღის გაშენება გვინდა

თქვენი რეკლამა