მზის ენერგიის სადგური, რომელიც ჩვეულებრივ ხმელეთზე გვხვდება, ოკეანის გადაზიდვების ინდუსტრიაშიც გამოჩნდა. ნიდერლანდებში, სტანდარტული სატვირთო გემი პირველად აღიჭურვა მზის პანელებით.
პანელები წინასწარ აღჭურვეს, გემბანზე კონტეინერების განსათვასებელი სტანდარტული სამაგრებით. შედეგად მიღებული სტრუქტურა დასაკეცია, მისი დაშლა ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი და შენახვა შესაძლებელია ჩვეულებრივი 20 ფუტიანი კონტეინერის ადგილზე.
ექსპლუატაციის დროს პანელები, განლაგებულია კონტეინერები განთავსების ადგილებში. გემბანზე მზის ელექტროსადგური 44 პანელისგან შედგება და 79 კვტ-მდე სიმძლავრის ენერგიას გამოიმუშავებს. ის უზრუნველყოფს ბორტზე არსებული ელექტრო სისტემებისთვის საჭირო ენერგიის დაახლოებით 20%-ს – ნავიგაციის ინსტრუმენტებიდან დაწყებული განათებითა და კონდიცირებით დამთავრებული. ეს ცვლის იმავე მიზნებისთვის დიზელის გენერატორების საჭიროებას. ექსპლუატაციის წლების განმავლობაში, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი დანაზოგი და ემისიების შემცირება.

პანელების მოხსნა მხოლოდ გემბანზე კონტეინერების გადატანისას იქნება საჭირო. თუ ტვირთი არასაკონტეინეროა და საბარგულში თავსდება, პანელების აღებაც არ არის საჭირო. მარილიანი წყალი ადვილად გადადის პანელის ზედაპირიდან და, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, მარილის მოშორება შემდეგ საჭირო არ არის – ის უბრალოდ არ ეკვრის პანელის საფარს.
პანელების დამონტაჟებას ჰიბრიდულ დიზელ-ელექტრო ხომალდის, MV Vertom Tula-ს გემბანზე მხოლოდ ერთი სამუშაო დღე დასჭირდა. ამას წინ უძღოდა სამწლიანი პროექტირება- შემუშავება და ნავსადგურში ერთთვიანი ტესტირება.

პროეტი შეიმუშავა და განახორციელა ჰოლანდიურმა კომპანია Wattlab-მა, რომლის სათაო ოფისიც როტერდამში იყო. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსდა ევროპული ფონდის მიერ. ახლა ხომალდი გაივლის სისტემის სრულმასშტაბიან ტესტირებას.
წყარო: wattlab

