ყაზახეთი მატყლისა და ტყავის გადამუშავების სუბსიდირებას იწყებს

მატყლი, ტყავი, ყაზახეთი

ყაზახეთი სუბსიდირებული პროდუქციის სიის გაფართოებას გეგმავს, რათა მასში გადამუშავებისთვის წარდგენილი ტყავი და მატყლიც შევიდეს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბექტენოვმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით მეცხვარეობის პროდუქციის გადამუშავების სტიმულირების მიზნით, საინვესტიციო სუბსიდირების წესები ითვალისწინებს, ტყავის და მატყლის გადამამუშავებელი ობიექტების შექმნისა და გაფართოების და აღჭურვილობის შეძენის,  ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას.

სასოფლო-სამეურნეო პროექტების სესხების გაცემის წესების შესაბამისად, მატყლისა და ტყავის ღრმა გადამუშავებით დაკავებულ საწარმოებს, მიეცემათ შეღავათიანი სესხები 5 მილიარდ ტენგემდე ოდენობით (9469670 $), წლიური 2.5%-იანი განაკვეთით.

„სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების განვითარების 2024–2028 წლების ყოვლისმომცველი გეგმა, მოიცავს ცხვრის ფერმების შექმნის პროექტებს, რომლებიც გადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულით მოამარაგებენ, ასევე შესყიდვების ცენტრების ქსელის შექმნის პროექტებს. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის რაციონალური გამოყენების უზრუნველსაყოფად, იგეგმება სუბსიდირებული პროდუქციის სიის გაფართოება, მათ შორისაა გადამუშავებისთვის განკუთვნილი ტყავი და მატყლი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ცხვრის მოშენების სფეროში ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ცხვრის გენეტიკური რესურსების გაუმჯობესების, შენარჩუნებისა და რაციონალურად გამოყენების თანამედროვე სელექციური, ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავებას პროდუქტიულობის სხვადასხვა მიმართულებით. მისი რეალიზაციისთვის დაახლოებით 1 მილიარდი ტენგეა (1893934 $) გამოყოფილი. პროგრამის განმხორციელებლად დაინიშნა დასავლეთ ყაზახეთის აგროტექნიკური უნივერსიტეტი.

„კვლევა მოიცავს ინტენსიური ტიპის მრავალპროფილური მეცხვარეობის კომპლექსის კონცეფციის შემუშავებას, მთელი წლის წარმოების ციკლით, რომელიც შედგება ცხოველების განთავსების, კვებისა და გამრავლების ეფექტურ ტექნოლოგიებისგან“, – განმარტა ბექტენოვმა.

მისი თქმით, პროგრამის მიზნობრივი დაფინანსების მომდევნო სამწლიანი ციკლის ფარგლებში, დაგეგმილია წინადადებების განხილვა ცალკეული კვლევითი პროგრამის შემუშავებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ცხვრის ჯიშების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და განვითარებას.

საერთო ჯამში, მეცხოველეობის ინდუსტრიისთვის მუშავდება ყოვლისმომცველი განვითარების გეგმა. ეს გეგმა მოიცავს კომერციული ფერმებისთვის შეღავათიანი სესხების პროგრამების გაფართოებას წლიური 5%-ით, „იგილიკის“ პროგრამის ფარგლებში სანაშენე საქონლის შეძენის, გრძელვადიანი დაფინანსების მექანიზმების დანერგვას და დამუს ინსტიტუტის მეშვეობით სესხის გარანტიის ინსტრუმენტის დანერგვას 80%-მდე დაფარვის მაჩვენებლით.

წყარო: eldala.kz

თქვენი რეკლამა