ყაზახეთში ტყავის ქარხანამ მუშაობა განაახლა

ტყავის, ქარხანა, ყაზახეთი

დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში მდებარე POSH Runo LLC-ის ტყავის ქარხანამ, სამწლიანი შესვენების შემდეგ განაახლა ფუნქციონირება. პროექტი ირანელი ინვესტორების მონაწილეობით დაიწყო.

ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 მილიარდ ტენგეს (1857272$) შეადგენს.

ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 182 000 მსხვილფეხა და 624 000 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავის გადამუშავებას შეადგენს.

ივნისიდან სექტემბრამდე განხორციელდა საწარმოო ხაზების შეკეთება და მოვლა-პატრონობა, პერსონალის გადამზადება და ლოჯისტიკური სისტემის მოდერნიზაცია.

ქარხანა აღჭურვილია წამყვანი ევროპელი მწარმოებლების, მათ შორის Olcina Group-ის, Cartigliano-ს, Invoxvic-ის, Dueffe/Ficcini-ს და სხვათა თანამედროვე აღჭურვილობით. ფეხსაცმლის წარმოების ობიექტი აღჭურვილია 68 საკერავი მანქანით.

2025 წლის ოქტომბერში კომპანიამ დაიწყო მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავის გადამუშავება, WET Blue და crust ტიპის გარუჯული ტყავის წარმოება, ასევე მამაკაცის ძვირადღირებული და საშუალო კლასის ფეხსაცმლის კერვა.

წყარო: eldala.kz

თქვენი რეკლამა