ჩინეთმა აშშ-დან სოია შეისყიდა, შესაძლოა ეს ფართო შეთანხმების ნაწილია

სოია, აშშ, ჩინეთი

ჩინეთმა ამერიკული სოიას ორი პარტია შეისყიდა, რაც ამ მარკეტინგულ წელს ამ მოსავლის პირველი ცნობილი შესყიდვაა.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს შესაძლოა მიწოდების განახლებაზე მიუთითებდეს, როგორც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის, მოსალოდნელი უფრო ფართო სავაჭრო შეთანხმების ნაწილი.

ვაჭრობის განახლებამ შესაძლოა ამერიკელ ფერმერებს საშუალება მისცეს, წვდომა ჰქონდეთ მსოფლიოში სოიას უდიდეს მომხმარებელზე, რომლის ღირებულება გასულ წელს 12 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

ანალიტიკოსები და ტრეიდერები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ, რადგან კითხვები კვლავ რჩება შესყიდვების მოცულობასთან და შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, ხელს მოაწერს თუ არა ჩინეთი კონტრაქტებს ამერიკული სოიოს ფიქსირებული მოცულობების შესახებ და რამდენად მომგებიანი იქნება შესყიდვები ადგილობრივი გადამამუშავებლებისთვის სოიოს შროტის ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით.

ექსპერტების აზრით, ამერიკული სოიას იმპორტის განახლებამ, შეიძლება ზეწოლა მოახდინოს გადამუშავებული პროდუქტების, როგორიცაა სოიას შროტი, ფასებზე.

აშშ-დან სიმინდისა და ხორბლის ჩინეთში მიწოდება თითქმის ნულის ტოლია პეკინის შეზღუდვების გამო, რომელიც ადგილობრივი ფერმერების დაცვას ისახავს მიზნად. ამასობაში, ჩინეთის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მომწოდებლების დივერსიფიცირებას და აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებას, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება.

თქვენი რეკლამა