
ბელარუსის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, სახელმწიფო საჭიროებისთვის მოწოდებული ვაშლისა და ბოსტნეულის მაქსიმალური ფასები დააწესა.
BelTA-ს ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
ფასები შეთანხმებულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროსთან. ისინი გავრცელდება იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვების მიზნით გაყიდვებზე (შენახვის ხარჯების გამოკლებით).
კილოგრამზე შემდეგი მაქსიმალური ფასებია დადგენილი:
- კარტოფილი – 0.63 ბრ (0.19$) მიწოდებით – 0.66 ბრ (0.20$);
- ჭარხალი – 0.66 ბრ (0.20$), მიწოდებით – 0.69 ბრ (0.21$);
- სტაფილო – 0.75 ბრ (0.22$), მიწოდებით – 0.79 ბრ (0.23$);
- კომბოსტო – 0.94 ბრ (0.28$), მიწოდებით – 0.98 ბრ (0.29$);
- ხახვი – 1.00 ბრ (0.30$), მიწოდებით – 1.05 ბრ (0.31$);
- ვაშლი – 2.60 ბრ (0.77$), მიტანით – 2.73 ბრ (0.81$).
ასევე დადგინდა სახელმწიფო შესყიდვებისთვის შეძენილი პროდუქციის მაქსიმალური გასაყიდი ფასები, შენახვის ხარჯების ჩათვლით:
- კარტოფილი – 0.68 ბრ (0.20$) მიწოდებით – 0.71 ბრ (0.21$);
- ჭარხალი – 0.74 ბრ (0.22$), მიწოდებით – 0.78 ბრ (0.23$);
- სტაფილო – 0.86 ბრ (0.25$), მიწოდებით – 0.90 ბრ (0.27$);
- კომბოსტო – 1.03 ბრ (0.30$), მიწოდებით – 1.08 ბრ (0.32$);
- ხახვი – 1.07 ბრ (0.32$), მიწოდებით – 1.12 ბრ (0.33$);
- ვაშლი – 3.05 ბრ (0.90$), მიტანით – 3.20 ბრ (0.95$).
ახალი ფასები მიზნად ისახავს ბაზრის რეგულირებას და ხილისა და ბოსტნეულის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში.