
თურქეთმა წელს უკრაინიდან სიმინდის იმპორტი 2.5-ჯერ, ხოლო სოიოს იმპორტი თითქმის ორჯერ გაზარდა.
2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში, თურქეთმა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. უკრაინის ლობიოს და სოიოს ასოციაციის მონაცემებით, იანვრიდან ივლისამდე უკრაინიდან მთლიანმა გადაზიდვებმა 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყველაზე დიდი ზრდა ძირითად პროდუქტებში დაფიქსირდა:
- სიმინდი: თურქეთში იმპორტი 2.4-ჯერ გაიზარდა და 760.6 მილიონ დოლარს მიაღწია, 2024 წლის 322.9 მილიონ დოლართან შედარებით;
- სოიო: გადაზიდვები თითქმის გაორმაგდა და 255.4 მილიონ დოლარს მიაღწია, 141.9 მილიონ დოლართან შედარებით (80%-იანი ზრდა).
ამავდროულად, მზესუმზირის ზეთის იმპორტი 18%-ით შემცირდა და 319 მილიონ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის ღირებულება – 389.9 მილიონი დოლარი იყო.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინულ სიმინდსა და სოიოზე მოთხოვნა მაღალი რჩება, რაც თურქეთს სოფლის მეურნეობის ბაზარზე უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად აქცევს.