180-ზე მეტი გათამაშებული პრიზი და 155 გამარჯვებული – „აგროსფეროს“ საიუბილეო გათამაშება დასრულდა

აგროსფერო

„აგროსფეროს“ წამახალისებელი გათამაშება, რომელიც კომპანიამ თავის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით წამოიწყო და სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. ის მომხმარებლებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის მოგების შესაძლებლობას აძლევდა. პრიზებს შორის იყო მოტობლოკები, Pellenc-ისა და Felco-ს პროფესიონალური აგროხელსაწყოები, საზომი ხელსაწყოები, საწარმოო ინვენტარი და, რაც მთავარია, 45 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორები.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ „აგროსფეროს“ იუბილე ჩვენს მომხმარებლებთან ერთად აღგვენიშნა, რაც, ვფიქრობ, წარმატებით გამოგვივიდა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანის დადებით ემოციებს ხედავ და იზიარებ“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

საიუბილეო გათამაშებაში ჩასართავად მომხმარებლებს „აგროსფეროს“ ფილიალებში BAYER-ის პროდუქცია და მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის, DEKALB-ის სიმინდის ჰიბრიდები უნდა შეეძინათ. ყოველ 100 ლარიან შენაძენზე გადაეცემოდათ ერთი ბილეთი, რომლის ამოღებაც მაღაზიაშივე განთავსებული გამჭვირვალე კონტეინერიდან შეეძლოთ. მომგებიანი იყო თუ არა ბილეთი მომხმარებლები ადგილზე, მომენტალურად იგებდნენ. საბოლოოდ, „აგროსფეროს“ გათამაშებას 155 გამარჯვებული ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე პრიზის მფლობელიც კი გახდა. პრიზებისა და გამარჯვებულების სრულად სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს 20.agrosphere.ge.

„აგროსფეროს“ იუბილეს აღნიშვნა ამით არ დასრულებულა – ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს წლის განმავლობაში კიდევ შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სიურპრიზებს. ასე რომ, გვადევნეთ თვალი და ჩვენთან ერთად აღნიშნეთ ეს განსაკუთრებული წელი“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე.

თქვენი რეკლამა