
სეს-ი ქვემო ქართლში მაღალი რისკის სურსათს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ხორცისა და ყველის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს ახორციელებენ. მოწმდება მაღალი რისკის სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ხორცისა და რძის ნაწარმის ეტიკეტირება, ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. […]