მთაწმინდის პარკის და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 23 აპრილს მთაწმინდის პარკში თბილისის ჩაის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა ბრენდის ჩაი, თაფლი და ნუგბარი, დაათვალიერონ ქართული კერამიკა და ხელნაკეთი ნივთები.
ორგანიზატორთა განცხადებით გაიმართება კონცერტი და ნაჩვენები იქნება საინტერესო წარმოდგენები.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ჩაის მწარმოებელი წამყვანი ქართული და საერთაშორისო კომპანიები, აგრეთვე თაფლის მწარმოებელი კომპანიები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, რომლებსაც გააჩნიათ ჩაის წარმოებისა და მომზადების უდიდესი კულტურა: ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, შრი ლანკა.
ამ ქვეყნებს ფესტივალზე წარმოადგენენ:
- იაპონია-იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი;
- ჩინეთი-ჩინეთის საელჩო საქართველოში, სს ჰენთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფი, კონფუცის ინსტიტუტი;
- დიდი ბრიტანეთი-ბრიტანეთის საელჩო თბილისში (British Embassy Tbilisi);
- ინდოეთი-შ.პ.ს. “დიახ”, დარისპან პრაშერ;
- შრი-ლანკა- Zaid Tea Ceylon (PTV) Limited. Royal Sulaiha.
ფესტივალში მონაწილეობენ ჩაის მწარმოებელი კომპანიები:
„გეოპლანტი“; „თერნალი ჩაი“; „ტყიბული ჩაი“; „შემოქმედის ჩ/ფ; „კესანე“; „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩ/ფ“; „აგროექსპორტი“; „ხურჯინი“; LTD Bitadze -“Georgian Tea 1847”; “Georgian Organic Tea Producers Association”, “Georgian-Chinese Tea Cluster”; კოოპერატივი „ნაგომარი“; კოოპერატივი „არაგველები“; „ახმად ჩაი“; კოოპერატივი “კონა”; ი.მ. ჩაი უშარო.