გურიის რეგიონში 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია სრულდება

რეაბილიტაცია, გურია, რეგიონი

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორდციელდება, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს.

რეაბილიტაცია, გურია, რეგიონი

ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.

რეაბილიტაცია, გურია, რეგიონი

გარდა ამ 46 კმ-ისა, დამატებით გურიის რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წლის ბოლომდე 4 პროექტის ფარგლებში 43 კმ-მდე კმ გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ასევე, მიმდინარეობს 1 ახალი ხიდის მშენებლობა და 4 ნაპირსამაგრი პროექტი – სიგრძით 1,5 კმ.

რეაბილიტაცია, გურია, რეგიონი

მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრატსრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.

რეაბილიტაცია, გურია, რეგიონი

თქვენი რეკლამა