ღომი (ლათ. Setaria italica) – ერთწლოვანი, სასურსათო საბურღულე კულტურაა. აქვს სწორი, თითქმის, ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 0,5მ-2,0მ-ს აღწევს. ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ფოთოლი ფართოა ლანცეტური. ყვავილედი საგველა, კუშტად შეკრული, ამიტომ თაველსაც უწოდებენ. მისი სამშობლოა აღმოსავლეთ აზია […]
ხანჭკოლა (ლათ. Lupinus) – მოჰყავთ ძირითადად, როგორც მწვანე სასუქი, რადგანაც ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აგროვებს აზოტს და ნიადაგში ტოვებს ორგანულ ნივთიერებებს. ხანჭკოლა ერთ ჰექტარზე (საშუალო მოსავალი 5-6 ტონა მწვანე მასა) 180-200 კგ ორგანულ ნივთიერებებს აგროვებს. […]
ზოგადი ინფორმაცია ბადრიჯანი (ლათ. Solanum melongena) — მრავალწლოვანი სითბოსა (20-30 °C) და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. ამიერკავკასიაში, რუსეთსა და […]
თესლბრუნვები მებოსტნეობაში აგრონომიული თვალსაზრისით სწორი თესლბრუნვა – ეს არის ნიადაგის დამუშავების სისტემების მეცნიერული გამოყენება ნათესი ფართობების მხედველობაში მიღებით, კულტურების მორიგეობის სწორად განლაგება და კომპლექსური სწორი ღონისძიებების გატარება, რაც, საბოლოოდ, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას უნდა ემსახურებოდეს. დადგენილია, […]