ციტრუსების აგროტექნოლოგია

ციტრუსოვნები, ციტრუსი, აგროტექნოლოგია

ფერმერებმა კარგად იციან, რომ მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთერთი ძირითადი და წამყვანი კომერციული დარგია.

სასიამოვნო გარეგნობის ოქროსფერი ნაყოფები, თავისი დიეტური და არომატული თვისებებით ყოველთვის იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. ციტრუსოვანთა ნაყოფებში საკმაო რაოდენობითაა ნახშირწყლები, მჟავები, ორგანულ მჟავათა მარილები, პექტინოვანი ნივთიერებები და ვიტამინები.

ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს. რაც შეეხება სხვა სახეობებს- გრეიპფრუტს, ციტრონს, პომპელმუსს, კინკანს და სხვა ნაკლებად კომერციული მნიშვნელობა აქვთ, ისინი ჩვენში ფერმერთა ნაკვეთებზე ერთეული ნარგაობის სახითაა გაშენებული.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

თქვენი რეკლამა