წინამდებარე პუბლიკაციაში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ. იგი ოთხი ნაწილისაგან შედგება.
პირველ ნაწილში – წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ, როგორიცაა სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების მოცულობის ინდექსები, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება და სხვა.
მეორე ნაწილში – წარმოდგენილია მონაცემები ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, მემცენარეობის პროდუქციის წარმოებისა და საშუალო მოსავლიანობის შესახებ ქვეყნის დონეზე და რეგიონების მიხედვით.
მესამე ნაწილში – წარმოდგენილი მონაცემები ეხება პირუტყვისა და ფრინველის სულადობას, ფუტკრის ოჯახების რაოდენობასა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებას ქვეყნის დონეზე და რეგიონების მიხედვით.
მეოთხე ნაწილში – მოცემულია ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ყურძნის, მთლიანი ხორცის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის,ცხვრისა და თხის ხორცის, ფრინველის ხორცის, რძისა და რძის პროდუქტებისა და კვერცხის ბალანსები(რესურსები და გამოყენება).
დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ