ლობიოსა და სოიას კოლექციის განახლება, შესწავლა და იდენტიფიცირება

ლობიო, სოია, კვლევა

პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სოფ. წილკნის ბაზაზე, 2024 წ. კოლექციის განახლების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოძიებული ლობიოს და სოიას სხვადასხვა ჯიშები, ფორმები და შემოტანილი მასალა დაითესა.

სულ დათესილი იქნა 148 ლობიოს ნიმუში. განხორციელდა აგროტექნიკით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიებები.

პერიოდულად და თანმიმდევრულად დაკვირვებები წარმოებდა მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თესლი გადაირჩა ფერების მიხედვით და დაითესა ცალკე ხაზებად, მიღებული მოსავალი ხასიათდება განსხვავებული შეფერილობის და საინტერესოა მომდევნო თაობებში თუ როგორ განვითარდება აღნიშნული ნიმუშების დათიშვის სპექტრი და სიხშირე.

დათესილი 148 ფორმიდან  88 აღმოჩნდა ინდეტერმინანტული / მხვიარა / მაღალმოზარდი,  13 გარდამავალი / ნახევრად მხვიარა და 47 დეტერმინანტული ანუ დაბალ მოზარდი. განისაზღვრა მცენარეთა ტიპი, სადაც 79 ხასიათდებოდა სამარცვლე მიმართულების, ხოლო 69 საპარკე მიმართულების. შესწავლილი იქნა ყვავილის ფერი. აღსანიშნავია, რომ  127 ნომერში პირველად გამოერია სტაფილოსფერ ყვავილიანი მცენარეები, რომლის პრეცენდენტი მანამდე არ შემჩნეულა, ასევე განსხვავებულია ნედლი პარკის შეფერილობა, პარკების ზომები და ფორმა, რაც მცენარეთა სელექციის თავალსაზრისით ფრიად საინტერესოა.       

განხორციელდა სოიას კოლექციის განახლება. დათესილი იქნა ოთხი ჯიში და 14 გამორჩეული ფორმა. ჩატარდა ფენოლოგიური დაკვირვებები, განხორციელდა ბიომეტრიული მაჩვენებლების აღწერა და აღირიცხა მოსავალი. მოსავალი აღებული იქნა   ნოემბრის პირველ ნახევარში.

მეთესლეობის მიზნით, მცირე ფართობებზე დაითესა სოიას 3 ჯიში და მიღებული იქნა; „კოლხიდა-4“ ის, „მეგრული-2“ ისა და „უნივერსალის“ სათესლე მასალა. მიღებული მასალა. სამომავლოდ კვლავ დაითესება თესლის გამრავლების მიზნით.

ავტორები:

ს/მ დოქტორი გიორგი ბადრიშვილი
ს/მ დოქტორი პაშა ვაჩეიშვილი

ლობიო – ლობიოს თესვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა