კალმახა (ხის სოკო)-გამრავლების ინსტრუქცია-ორი ვარიანტი

ხის, სოკო, კალმახა

დღესდღეობით კალმახამ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე შამპინიონებმა. მათგან განსხვავებით კალმახას ერთი დიდი უპირატესობა გააჩნია– შეუძლებელია იგი თეთრ შხამა სოკოში შეგეშალოთ.

კალმახა (ხის სოკოს)–ხეთამხალი (Pleurotus ostreatus) ერთერთი საუკეთესო საკვებად ვარგისი სოკოა.

ამოდის გადაჭრილი ფოთლოვანი ხის კუნძებზე ჯგუფებად, ლპობად წიფელზე, თელაზე,  ვერხვზე და სხვა, აპრილიდან შემოდგომამდე.

ეს სოკო მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებისგან იცავს, ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

სოკო დაბალენერგეტიკული საკვებია, ამიტომაც გამოდგება დაბალკალორიული დიეტებისათვის. სავარაუდოდ, ის შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებსაც.

ხის სოკოს სახელით ცნობილი კალმახა, საწარმოო სოკოდ ჩამოყალიბდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მეწარმეებში.

კალმახას გამრავლების ინსტრუქცია 

კალმახას გამრავლების 2 მეთოდს გთავაზობთ  – პოლიეთილენის პაკეტებში და ხის ნაპობზე.

სოკოს გამრავლება პოლიეთილენის პაკეტებში

სოკო კარგად იზრდება ჭვავის, ქერის, ხორბლის და სხვა მარცვლოვანი მცენარეებიის ნამჯაზე, ჩალაზე გარდა ამისა, სუბსტრატად შეიძლება გამოვიყენოთ მზესუმზირის და წიწიბურას ჩენჩო, თივა, ფოთლოვანი ხის ნახერხი და სხვა.

თავდაპირველად მოამზადეთ სუბსტრატი. ბაქტერიების, ობის და სხვა სოკოების გასანადგურებლად აუცილებელია მისი სტერილიზაცია. არსებობს სტერილიზაციის 2 ვარიანტი:

  1. ჩააწყვეთ შერჩეული მასალა – მაგ. ნამჯა დიდი ზომის ჭურჭელში (შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი, ძველი ქვაბი), დაასხით წყალი და დუღილის ტემპერატურაზე ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ მასალა 20–25 გრადუსამდე.
  2. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე და უფრო მარტივი საშუალება: ჩააწყვეთ შერჩეული მასალა – მაგ. ნამჯა დიდი ზომის ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ წყალი გადაასხით, ნამჯას (და სხვა) კი კვლავ მდუღარე დაასხით. 20–25 გრადუსამდე გაცივების შემდეგ მასალა მზად არის დასამყნობლად.

შემდეგ პროცესი ასე უნდა წარიმართოს:

დიდ ტომარაში მონაცვლეობით ჩააწყვეთ შერჩეული მასალა და კალმახა სოკოს მიცელიუმი (თესლი). როგორც წესი კალმახა სოკოს მიცელიუმის ერთი პაკეტი საკმარისია სველი მასალის 15–20 კილოგრამზე (დააზუსტეთ მიცელიუმის შეძენისას), რაც შეესაბამება დაახლოებით 50×100 ზომის პოლიეთილენის პაკეტს. პაკეტის ავსების შემდეგ შეკარით იგი და თითოეულ პაკეტზე დანით 3–5 სმ ზომის დაახლოებით 10 ნასერი გააკეთეთ.

თუ დასარგავ მასალას დაბალი ტენიანობის ჰაერზე გაახარებთ, მაშინ პაკეტზე ნაკლები რაოდენობის ნასერების გაკეთებაა საჭირო. (საჭიროების შემთხვევაში ნასერები მოგვიანებითაც შეგიძლიათ დაამატოთ). გამზადებული პაკეტები მოათავსეთ ნახევრად ჩრდილიან ადგილას (სადაც მზის შუქი პირდაპირ არ მოხვდება).

სოკოს ზრდისთვის იდეალური ტემპერატურა 15–25 °C–ია. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მალე მრავლდება სოკო (შესაბამისად, უფრო მალე იხარჯება საკვები ნივთიერებები სუბსტრატში). ამიტომ, კარგი იქნება, თუ მოახდენთ ტემპერატურის კორექტირებას იმის და მიხედვით, თუ რა რაოდენობის სოკო გჭირდებათ. თუ სოკოს მოსავალი გადააჭარბებს მათი მოხმარების ზღვარს, გადაიტანეთ პაკეტები უფრო გრილ ადგილას.

თუ სოკოს მეტი რაოდენობა დაგჭირდათ, შესაბამისად, პაკეტები უფრო თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ. კალმახა მოსავალს 3–4 თვის მანძილზე იძლევა, შემდეგ საკვები ნივთიერებები იხარჯება და საჭიროა ახალი დათესვა, რაც შესაძლებელია ახალი მასალის ძველზე დამყნობის გზითაც.

ერთი პაკეტიდან შესაძლებელია 2–4 გკ სოკოს მოსავლის მიღება.

სოკოს მერქანზე გამრავლება

კალმახა ბუნებაში ფოთლოვანი ხეების მერქანზე იზრდება, ამიტომ შინაურ პირობებში შესაძლებელია მისი გამრავლება 30–80 სმ სიგრძის ხის ნაპობებზე. ამისათვის ყველა ფოთლოვანი ხის ნაპობია გამოსადეგი. (მხოლოდ არა წიწვოვანი).

მორებს ვხერხავთ 30-50 სანტიმეტრის სისქის და 20-50 სანტიმეტრი დიამეტრის ნაჭრებად. მიცელიუმს გავშლით თხელ ფენად.

სოკოს თესავენ ახლად მოჭრილ ხეზე, ან დათესვის წინ მორის ნაჭრებს 24-48 საათის განმავლობაში წყლით ასველებენ (იმ შემთხვევაში თუ ხე ახალი მოჭრილი არ არის).

შემდეგ მათ ათავსებენ სარდაფში ან რაიმე დახურულ სათავსში. ძირში გაუფენენ ნახერხს და ერთმანეთზე დაალაგებენ მორის ნაჭრებს, რომლებზეც წინასწარ არის დატანილი 1-2 სანტიმეტრი სისქის სოკოს მიცელიუმი. ზედა ფენას (მორის ბოლო ნაჭერს, რომელიც თავზე ადევს) აყრიან ნახერხს, რომ არ გამოშრეს. უკეთესი იქნება თუ ჰაერს დავატენიანებთ (მაგ: დავასხათ წყალი იატაკზე).

ორი ორნახევარი თვის შემდეგ გამოიტანენ გარეთ და ჩაფლავენ მიწაში 15-20 სმ სიღრმეზე, ერთმანეთისგან, მინიმუმ, 30-35 სანტიმეტრის მოშორებით. ყველაზე დიდ მოსავალს მეორე და მესამე წელს იძლევა. ერთი მორის გადანაჭერიდან შესაძლებელია, საშუალოდ, 10-12 კილოგრამი სოკოს მიღება.

გარდა ამისა, ხის ნაჭრებში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნახვრეტები ან ხერხით გაუკეთოთ ნასერები, რომლებშიც მოათავსებთ სანამყენე სუბსტრატს. ამის შემდეგ ხის ნაპობები ჩააწყვეთ ტომარაში და დატოვეთ 2–3 თვის განმავლობაში სოკოს ქსოვილების აღმოსაცენებლად.

შემდეგ მიცელიუმის დაფარული ხის ნაპობები მოათავსეთ ბაღის ჩრდილოვან ნაწილის ნიადაგში 1/3–ით.

გვალვის დროს მოასხურეთ წყალი. მოსავლის აღება ხის ნაპობებიდან 2–7 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე: სოკოს მოყვანა ხის მორებზე – ექსტენსიური მეთოდი

თქვენი რეკლამა