წაბლი
სამკურნალო მცენარეები

წაბლის სამკურნალო და სასარგებლო თვისებები

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი […]
ძირთკბილა, სამკურნალო, მცენარე
სამკურნალო მცენარეები

ძირტკბილა (სატკბურა) – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

ძირტკბილა (ლათ. Glycyrrhiza glabra) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 50-150 სმ. ძირტკბილა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  მცენარეა იმ სამკურნალო მცენარეებს შორის, რომელთა დამზადება ხდება სამრეწველო წესით. მისი მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს დასამზადებელ ნედლეულს, შედგება დედა-ფესვისაგან […]
მთრთოლავი, ვერხვი, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

მთრთოლავი ვერხვი – სამკურნალო თვისებები

მთრთოლავი ვერხვი (Populus Tremula L, Осина, Тополь дрожащий) – ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მთრთოლავი ვერხვი საყოველთაოდ ცნობილი 30 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მომწვანო-მონაცრისფრო ქერქით, რომელიც ღეროს ქვედა ნაწილში საკმაოდ ღრმანაღარებიანია. ყლოტები ზრდის დასაწყისში შებუსვილია, შემდგომ კი შიშველი, […]
კაპარი, სამკურნალო, საკვები
სამკურნალო მცენარეები

კაპარი – გემრიელი სამკურნალო მცენარე

კაპარი (Capparis Spinosa L; Каперсы колючие) კაპარისებრთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი, მიწაზე ტოტებგართხმული, ფრიად მძლავრფესვთა სისტემიანი, სიმშრალისა და ნიადაგის დამლაშების ამტანი მცენარეა. მიწაზე გართხმული თითოეული ტოტის საშუალო სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს, მთავარღერძა ფესვი კი ძალიან ღრმად […]
მწვანე, აფთიაქი
სამკურნალო მცენარეები

ეწრის გვიმრა – სამკურნალო მცენარე

ეწრის გვიმრა (ლათ. Pteridium Tauricum) კილამურასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავალწლოვანი, 50-150, ზოგჯერ 200 სმ სიმაღლის, გრძელ მხოხავფესვურიანი მცენარეა. გრძელყუნწიანი ფოთლები ფესვურიდან განცალკევებულად ამოდის, რომელიც კონფიგურაციულად განიერფუძიანი სამკუთხედისებრი ან კვერცხისებრია, ორჯერ ან სამჯერ ფრთართული, ქვედა მხარე წითური […]
ხებალახა, სამკურნალო, რეცეპტი
სამკურნალო მცენარეები

ხებალახა – სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი

ხებალახა (ლათ. Solanum pseudocapsicum) მრავალწლიანი, ძლიერ დატოტვილი, 1-4 მეტრი სიმაღლის მცოცავი მცენარეა. ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae). ყვავილები ქოლგისებრ საგველა ყვავილედადაა შეკრებილი. წითელი, კვერცხისებრი, კენკრა ნაყოფები ღეროზე ქოლგებადაა დაკიდული. ამოკვეთილ-დაკბილულ კიდეებიანი, კვერცხისებრი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განწყობილი. იზრდება […]
სამკურნალო მცენარეები

დედოსფლისთითა – სამკურნალო მცენარე, რეცეპტი

დედოსფლისთითა (ქვემოიმერული – ზორტა; გურული – ონჯახუა; ლათ. Veronica Officinalis L; რუს. вероника лекарственная. ბოტანიკური ლექსიკონი) შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. დედოფლისთითა გურიაში ცნობილია ონჯახუას, აჭარაში კი ნაღრძობის ბალახის სახელით. მხოხავფესვურიანი მრავალწლიანი ბალახია. ღერო მწოლარეა ან ოდნავ წამოწეული. მიწასთან […]
ია, სამფერა, სამკურნალო
სამკურნალო მცენარეები

სამფერა ია (იაჟუჟუნა) – სამკურნალო მცენარე

სამფერა ია ანუ იაჟუჟუნა (ლათ. Viola tricolor) ყვავილობს აპრილის ბოლოდან შემოდგომამდე. მისი ყვავილის ფურცლები შეფერილია სხვადასხვანაირად: ორი ზედა მელნისფერი ან ლურჯია, სხვადასხვა ელფერით, ქვედა სამი თეთრია ან ყვითელი. ყვავილის შუაგულიდან როგორც სხივები გამოდიან მუქი ხაზები. […]
მწვანე
სამკურნალო მცენარეები

ბალბა – სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი

ბალბა (ლათ. malva sylvestris l) – ერთწლიანი (მრავალწლიანი) ბალახოვანი მცენარეა ბალბისებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 1 მ-მდე, ძლიერი ღერძული ფესვით. მას ქართლში – ჩიტიპურას, ხევსურეთში – აბაზას, მესხეთ-ჯავახეთში – კორკოტინას, რაჭაში – მოლოქა ფხალს, სამეგრელოში ბუდორიას ეძახიან. […]