კენკროვან კულტურათა შორის მარწყვი მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული კენკროვანი კულტურაა. მისი გემრიელი და არომატული ნაყოფი გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით. იგი მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავეებით, ნახშირწყლებითა და მინერალური ნივთიერებებით. მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა. […]
ნიადაგი კაკალი კარგად ხარობს ჰუმოსოვან, შედარებით საშუალო სიმკვრივის, ან მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე, რომლებიც ხასიათდებიან ნაყოფიერი ფენის მნიშვნელოვანი სიმძლავრით. კაკლის ხე ასევე აქტიურად იზრდება მდინარეების ნაპირების ალუვიურ ნაფენებზეც. ნიადაგის pH-ის მაჩვენებლების მიმართ ტოლერანტულია, თუმცა მაღალტუტიან ნიადაგებზე […]
კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება მაყვალი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, უმეტესად ბუჩქებია, აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი — ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად […]
ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina deformans Fuck) – მეტად საშიში დაავადებაა, გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. სიმპტომები და განვითარება ავადდება ფოთლები, ტოტები, ყვავილები და ნაყოფები. ფოთლების დაავადება მაისის მეორე ნახევრიდან ვლინდება. დაავადება თავიდანვე ფოთლის ფირფიტის დახუჭუჭებით იწყება. […]
სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის წინამორბედების სწორად შერჩევას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მონაცემებით სიმინდისათვის სასურველი წინამორბედებია: აღმოსავლეთ საქართველოში თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, მრავალწლიანი ბალახების კორდი […]